წმინდა ილიას მთები

21:22, 5 ივნისი 2023-ის ვერსია, imported>CommonsDelinker ((ბოტი: Mt_Saint_Elias.jpg შეიცვალა Mt_Saint_Elias,_South_Central_Alaska.jpg-ით))
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

წმინდა ილიას მთები (ინგლ. Saint Elias Mountains) — ქედი კორდილიერებში. გადაჭიმულია კანადისა და აშშ-ის ტერიტორიაზე 480 კმ სიგრძეზე. სიგანე 140 კმ. ყველაზე მაღალი მწვერვალებია: ლოგანი (5959 მ) და წმინდა ილიას მთა (5489 მ).[1] აგებულია გრანიტებითა და დანალექი ქანებით. გამყინვარების მნიშვნელოვანი კერაა. 500 მ-ზე ზევით თოვლნარები და ფირნის ველებია, რომლებიდანაც დიდი მყინვარები ოკეანემდე ეშვება. ზოგი მათგანი მთისძირას ერთდება და წარმოქმნის ვრცელ მყინვარებს. აღსანიშნავია მყინვარი მალასპინა. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია წიწვოვანი ტყით.[2]

წმინდა ილიას მთები
ესკიზის შექმნის შეცდომა:
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
აშშ-ის დროშა აშშ
უმაღლესი წერტილი ლოგანი
სიმაღლე 5959 
სიგრძე 480 კმ
სიგანე 140 კმ
ამგებელი ქანები გრანიტები
დანალექი ქანები
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

სქოლიო

  1. St. Elias Mountains | Encyclopedia Britannica
  2. Краткая географическая энциклопедия. Том 2: М., 1961.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted