დარიენის ყურე

17:13, 24 აპრილი 2019-ის ვერსია, imported>Milenioscuro
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დარიენის ყურეყურე კარიბის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კოლუმბიისა და პანამის სანაპიროებთან. ხმელეთში შეჭრილია 165 კილომეტრზე. სიღრმე გაშლილ ნაწილში 2000 მეტრს აღემატება. წყლის წლიური საშუალო ტემპერატურა ზედაპირზე 26°C. მარილიანობა 36 ‰ და მეტი. მოქცევა არასწორი ნახევარდღეღამური, სიმაღლე 0,6 მეტრი. ყურის სამხრეთ ვიწრო ნაწილს ურაბის ყურე ჰქვია.

დარიენის ყურე

ლიტერატურა