იქ მყოფი
იქ მყოფი (ინგლ. Being There) — 1979 წლის ამერიკული ტრაგიკომედია. მისი რეჟისორია ჰელ ეშბი.
„იქ მყოფი“ | |
---|---|
ფაილი:Original movie poster for Being There.jpg | |
დამდგმელი რეჟისორი | ჰელ ეშბი |
პროდიუსერი | ენდრიუ ბრაუნსბერგი |
სცენარის ავტორი | რობერტ ს. ჯოუნსი |
ნაწარმოები | იერჟი კოსინსკის „იქ მყოფი" |
როლებში | პიტერ სელერსი, შირლი მაკლეინი |
მუსიკა | ჯონი მანდელი |
ოპერატორი | კალებ დეშანელი |
მონტაჟი | დონ ციმერმანი |
სტუდია | Lorimar Film Entertainment |
დისტრიბუტორი | United Artists |
გამოსვლის თარიღი | 19 დეკემბერი 1979 |
ხანგრძლივობა | 130 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 7 მილიონი აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 30 177 511 აშშ დოლარი[2] |
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მებაღე სახელად შანსი გონებრივად ჩამორჩენილია. მან მთელი ცხოვრება ვაშინგტონის ერთ სახლში გაატარა. როდესაც სახლის პატრონი კვდება, შანსს მისი დატოვება უწევს. მან კი არაფერი იცის, გარდა მებაღეობისა და ტელევიზორის ცქერისა. ქუჩაში მცირე ავტოავარიისას ის გაიცნობს ივს და მის მეუღლეს ბენს. ბენი პოლიტიკოსია და პრეზიდენტთანაა დაახლოებული. ივი და ბენი შანსს შეცდომით ბიზნესმენად აღიქვამენ და მათ სახლში დაასახლებენ.
როლებში
- პიტერ სელერსი — მებაღე შონსი
- შირლი მაკლეინი — ივ რენდი
- მელვინ დაგლასი — ბენჯამინ რენდი
- ჯეკ უორდენი — აშშ-ის პრეზიდენტი
ჯილდოები
- ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში: მელვინ დაგლასი
- ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში: პიტერ სელერსი
- ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში: მელვინ დაგლასი
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ "The Films of Hal Ashby". Beach, Christopher (2009). Detroit, Michigan: Wayne State University Press, p. 177, ISBN 978-0-8143-3415-7.
- ↑ Being There, Box Office Information. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: June 6, 2013.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted