ჰორსტი
ჰორსტი (გერმ. Horst — ბუდე) — დედამიწის ქერქის აზევებული, ჩვეულებრივ, წაგრძელებული უბანი, რომელიც შემოსაზღვრულია ციცაბო რღვევებით — ნასხლეტებით ან შესხლეტვებით. ჰორსტის სიგანე რამდენიმე ათეულ კილომეტრს, ხოლო სიგრძე — რამდენიმე ასეულ კილომეტრს აღწევს. ხშირად ჰორსტი ართულებს ნაოჭა სტრუქტურებს და ქმნის ჰორსტ-ანტიკლინს — ანტიკლინს, რომლის გული რღვევების გასწვრივ აზევებულია ფრთების მიმართ. ჰორსტ-ანტიკლინი დამახასიათებელია ახალგაზრდა ბაქნებისათვის. გეგმაში წაგრძელებული, იშვიათად იზომეტრიული მოხაზულობისაა. გადაადგილების ამპლიტუდა შეადგენს რამდენიმე ათას მეტრს. ტერმინი შემოიღო ავსტრიელმა გეოლოგმა ედუარდ ზიუსმა 1873 წელს.[1]
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e3/Fault-Horst-Graben.svg/langka-300px-Fault-Horst-Graben.svg.png)
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1987. — გვ. 690.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted