კომუნალური მოძრაობა

07:18, 2 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კომუნალური მოძრაობაX-XIII საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში მოქალაქეების მოძრაობა სენიორების წინააღმდეგ თვითმმართველობისა და დამოუკიდებლობისთვის. თავდაპირველად მოქალაქეების მოთხოვნები შემოიფარგლებოდა ფეოდალური შევიწროებითა და გადასახადების შემცირებით. შემდეგ წარმოიშვა პოლიტიკური მიზნები — ქალაქური თვითმმართველობისა და უფლებების შეძენა. ბრძოლა მიმდინარეობდა არა უშალოდ ფეოდალური სისტემის, არამედ ამა თუ იმ ქალაქების სენიორების წინააღმდეგ.

სამხრეთ საფრანგეთის ქალაქებმა დამოუკიდებლობას სისხლისღვრის გარეშე მიაღწიეს (IX-XII სს.). ჩდილოეთ საფრანგეთისა — ამიენი, ლანი, ბოვე, სუასონი და სხვა — და ფლანდრიის — გენტი, ბრიუგე, ლილი — ქალაქები თვმითმმართველები გახდნენ შეუპოვარი, ძირითადად შეიარაღებული ბრძოლის წყალობით.

რესურსები ინტერნეტში