ემი-კუსი

19:27, 21 აპრილი 2018-ის ვერსია, imported>Otogi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ემი-კუსი (ფრანგ. Emi Koussi) — ვულკანი ჩადის რესპუბლიკაში, ტიბესტის მთიანეთზე. სიმაღლე 3415 მ. წარმოადგენს ტიბესტისა და მთლიანად საჰარის უმაღლეს წერტილს. ჰოლოცენური ასაკისაა. მისი აქტიურობა გამოვლინდა XX საუკუნის 70-იან წლებში. ემი-კუსი წარმოქმნილ ვულკანურ მასივთან ერთად იკავებს დაახლოებით 4600 კმ²-ს. მის მწვერვალს წარმოქმნის ორი კრატერი: პირველის დიამეტრია 12х15 კმ, მეორე — შედარებით მცირეა და აქვს ზომები 2-3 კმ, ხოლო სიღრმე 350 მ. უმაღლესი წერტილი განლაგებულია სამხრეთი კრატერის კიდეზე. პირველი ასვლა განხორციელდა 1938 წელს.

ემი-კუსი
ემი-კუსის კოსმოსური გამოსახულება
ემი-კუსის კოსმოსური გამოსახულება
კოორდინატები: თარგი:Nobr
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  ჩადი
სიმაღლე 3415 
ქედი ტიბესტი
პირველი ასვლა 1938
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ტუბუ ენაზე „ემი“ ნიშნავს „მაღალ მთას“, ხოლო „კუსი“ შესაძლოა ეთნონიმია.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ემი-კუსი&oldid=163127“-დან