ტაიგეტი
ტაიგეტი (ბერძ. Ταΰγετος) — ქედი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 75 კმ. სიმაღლე 2404 მ-მდე (მთა აიოს-ილიასი). აგებულია მეტწილად კირქვებითა და კრისტალური ფიქლებით. აქვს ციცაბოკალთებიანი დაკბილული მწვერვალები. განვითარებულია კარსტი. ფერდობების ქვედა ნაწილი შემოსილია მაკვისით, უფრო მაღლა — წაბლის, მუხის, სოჭის ტყეები და გასტეპებული მდელოებია. მაღალი მწვერვალების ფერდობები რამდენიმე თვით თოვლით არის დაფარული. ტაიგეტის აღმოსავლეთ მთისძირშია ქალაქ-სახელმწიფო — სპარტა.
ტაიგეტი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ტაიგეტი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | აიოს-ილიასი |
სიმაღლე | 2404 მ |
სიგრძე | 75 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რესურსები ინტერნეტში
- ტაიგეტი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)