პარნონი
პარნონი (ბერძ. Πάρνωνας) — ქედი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. სიმაღლე 1935 მ-მდე. აგებულია უმეტესწილად კრისტალური ფიქლებითა და კირქვებით. დასავლეთი კალთები დამრეცია, აღმოსავლეთი — ციცაბოდ ეშვება ხმელთაშუა ზღვის არგოლიკოსის ყურისკენ. ფერდობები შემოსილია ხმელთაშუაზღვიური ბუჩქნარებით, მწვერვალებზე ფიჭვისა და სოჭის ტყეების რელიქტია.
პარნონი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 1935 მ |
სიგრძე | 100 კმ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- პარნონი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)