ფრიც ლანგი
ფრედერიკ კრისტიან ანტონ „ფრიც“ ლანგი (დ. 5 დეკემბერი, 1890 — გ. 2 აგვისტო, 1976) — გერმანელ-ავსტრიელი კინორეჟისორი. სწავლობდა საინჟინრო სასწავლებელში და ხელოვნების აკადემიაში. 1918 წლიდან მუშაობდა რეჟისორად. თავდაპირველად დგამდა დეტექტიურ ფილმებს: „დოქტორი მაბუზე, მოთამაშე“ (1922), „მ“ (1931, გერმ. Mörder — მკვლელი) და სხვა. 1927 წელს ლანგმა გადაიღო ცნობილი კინოფილმი „მეტროპოლისი“, რომელიც იქცა მუნჯი კინოს ისტორიაში ყველაზე მსხვილბიუჯეტიან ფილმად. ლანგი ავტორია ფილმისა „ნიბელუნგები“ (1924), რომელშიც გერმანელები უმაღლეს რასად არიან წარმოდგენილი. ფაშისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ემიგრაციაში იყო ჯერ საფრანგეთში, შემდეგ — აშშ-ში. ლანგის სხვა მნიშვნელოვანი ფილმებია ლინჩის კანონის წინააღმდეგ მიმართული სურათი „მძვინვარება“ (1936), ანტიფაშისტური ფილმი „ჯალათებიც კვდებიან“ (1942). 1958 წელს გადაიღო ფილმი „ინდოეთის აკლდამა“.
ფრიც ლანგი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ფრიც ლანგი (მარჯვნივ) და ოპერატორი კურტ კურანტი გადაღებებზე, 1929 წ. | |
დაბადების სახელი | ფრედერიკ კრისტიან ანტონ ლანგი |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | კინორეჟისორი |
აქტიური | 1919–1960 |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
რესურსები ინტერნეტში
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ფრიც ლანგი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ფრიც ლანგი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)