პირენეული ნაგაზი

03:27, 23 თებერვალი 2022-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.6)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

პირენეული ნაგაზი (ფრანგ. Berger des Pyrénées) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში XVIII საუკუნეში.

პირენეული ნაგაზი
ფაილი:PyreneanShepSmooth wb.jpg
წარმოშობის ქვეყანა საფრანგეთი
თვისებები
წონა მამრი 12-15 კგ.
მდედრი 8-12 კგ.
სიმაღლე მამრი 45-56 სმ.
მდედრი 38-45 სმ.
ბეწვი ჟღალი
ნაცრისფერი
ზონარული-ჟღალი
ცისფერი
ვეფხვისებრი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კატალონიური ნაგაზის მსუბუქ, მცირე ზომის ნათესავს, პირენეულ ნაგაზს ბალნის მიხედვით სამ სახეობად ჰყოფენ: გრძელბალნიან, გლუვბალნიან და საშუალო სიგრძის ბალნიანად. ეს მოძრავი, ამტანი ძაღლი გამოიყვანეს პირენეებში, ლურდის და ჰავარნის რაიონებს შორის და მისი დანიშნულება იყო მთაში მეცხვარის დახმარება. პირენეული ნაგაზი აქტიური ცხოვრების მოყვარულია. ბალნის სიგრძის ფართო სპექტრი კი იმაზე მიუთითებს, რომ ჯიში გამოყვანილია უპირველეს ყოვლისა, სპეციფიკურ კლიმატურ პირობებში სამუშაოდ და არა ძაღლების გამოფენების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მშობლიურ, მთიან ადგილებში პირენეული ნაგაზი ოდესღაც მუშაობდა პირენეულ მთის ძაღლთან ერთად — მწყემსავდა შინაურ ცხოველებს, მაშინ როდესაც მთის ძაღლი ფარას მგლისგან იცავდა.

გრძელბალნიანი სახეობა კარგად უძლებს უამინდობას ზამთარშიც კი. ამ ძაღლს აქვს შედარებით მცირე ზომები, კარგად იწვრთნება რაც აადვილებს მის სახლში ყოლას. პირენეულ ნაგაზს აქვს მეტყველი, მუქი-ყავისფერი თვალები, დაკუნთული წინა ფეხები, თავზე ბალანი მოკლე და თხელია. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი, ნაცრისფერი, ზონარული-ჟღალი, ცისფერი, ვეფხვისებრი. პირენეული ნაგაზი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ბავშვებს და სიცივეს, ადვილად იწვრთნება, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში