კარლ ავსტრიელი

04:05, 2 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კარლ ავსტრიელი (გერმ. Karl von Innerösterreich, ასევე ცნობილია: გერმ. Karl der Postume და გერმ. Karl von Innerösterreich, დ. 7 აგვისტო, 1590, გრაცი — გ. 28 დეკემბერი, 1624, მადრიდი) — ტევტონთა ორდენის 43-ე დიდი მაგისტრი 1618—1624 წლებში. შუა ავსტრიის ერცჰერცოგი. ბრიკსენის ეპსიკოპოსი და ვროცლავის მთავარ-ეპისკოპოსი.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
კარლ ავსტრიელი

ბიოგრაფია

კარლ ავსტრიელის მშობლები იყვნენ კარლ II შტირიელი და ალბრეხტ V-ის ქალიშვილი, მარია ანა ბავარიელი .მისი ძმები იყვნენ საღვთო რომის იმპერატორი, ფერდინანდ II და სტრასბურგის და პასაუს ეპისკოპოსი, ლეოპოლდ V ავსტრიელი. კარლი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, გრაცში. ადრეული ასაკიდანვე მას ამზადებდნენ საეკლესიო კარიერისთვის. მან განათლება მიიღო პასაუში, ზალცბურგში, ტრენტოში და ბრიქსენში. მის განათლებაზე ზრუნდავდა ეპისკოპოსი ზეკაუ იაკოვ I.

1608 წლის 7 ივლისს კარლი აირჩიეს ვროცლავის ეპოსკოპოსად და 14 დეკემბერს დიდებით შევიდა ქალაქში. 1613 წელს გახდა ბრიქსენის ეპისკოპოსი. 1619 წელს მაქსიმილიან III-ის გარდაცვალების შემდეგ ტევტონთა ორდენის დიდ მაგისტრად აირჩიეს.

1624 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის მიწვევით ის გაემგზავრა მადრიდში, რათა გამხდარიყო პორტუგალიის მეფის მოადგილე, თუმცა ესპანეთში ჩასვლის შემდეგ კარლ ავსტრიელი დაავადდა და 1624 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი სხეული დაკრძალეს ესკორიალის მონასტერში, ხოლო გული მისივე ანდერძით გაგზავნეს იუეზუიტთა მონასტერში, ქალაქ ნიცაში.

წინაპრები

ლიტერატურა

  • Arno Herzig, Małgorzata Ruchniewicz: Geschichte des Glatzer Landes. Hamburg-Wrocław 2006, ISBN 3-934632-12-2, S. 124, 133 f., 138 und 157.
  • Karl Kastner: Breslauer Bischöfe. Ostdeutsche Verlags-Anstalt, Breslau 1929

რესურსები ინტერნეტში

წინამორბედი:
მაქსიმილიან III ავსტრიელი
ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი
1618–1624
შემდეგი:
იოჰან ოისტახ ფონ ვესტერნახი

თარგი:ავსტრიის ერცჰერცოგები