ჰისტონები

14:18, 5 იანვარი 2018-ის ვერსია, imported>Otogi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ჰისტონები — ბირთვიანი ცილების დიდი კლასი, რომელიც ასრულებს ორ ძირითად ფუნქციას: ისინი მონაწილეობენ დნმ-ის ძაფების ბირთვში შეფუთვასა და ეპიგენეტიკურ რეგულაციაში ისეთი ბირთვული პროცესებისა, როგორებიცაა ტრანსკრიფცია, რეპლიკაცია და რეპარაცია. არსებობს ჰისტონების ხუთი სხვადასხვა ტიპი: H1/Н5, H2A, H2B, H3, H4. ჰისტონები H2A, H2B, H3, H4, რომლებსაც კორული ჰისტონები ეწოდებათ (ინგლ. core-დან — გული), ქმნიან ნუკლეოსომას, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ცილის ბურთულას, რომლის გარშემოც დნმ-ის ძაფია შემოხვეული. ჰისტონი H1/H5, რომელსაც ლინკერული ჰისტონი ეწოდება (ინგლ. link-დან — კავშირი), უკავშირდება ნუკლეოსომის გარე მხარეს და მასზე დნმ-ის ძაფს აფიქსირებს. ქრომატინში ჰისტონები შეადგენენ მშრალი მასის 25-40 %-ს[1].

ფაილი:Nucleosome structure-3.png
ნუკლეოსომის წარმოქმნა

სქოლიო

  1. Биологический энциклопедический словарь / Гл.ред. М.С.Гиляров, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: Сов. энциклопедия, 1986.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted