იაბლონეც-ნად-ნისოუ

19:00, 21 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

იაბლონეც-ნად-ნისოუ (ჩეხ. Jablonec nad Nisou) — ქალაქი ჩეხეთში, ლიბერეცის მხარეში, იაბლონეც-ნად-ნისოუს რაიონის ცენტრი. მდებარეობს ლიბერეციდან 9 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ ნისის და მისი შენაკადების ხეობაში. 2011 წლის მონაცემებით 45 ათ. მცხ. ქალაქის ფართობია 31,38 კმ. იაბლონეც-ნად-ნისოუ განთქმულია მინისა და საიუველირო ნაკეთობების წარმოებით.

ისტორია

ქალაქი წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება 1356 წელს. XIX საუკუნის ბოლოს ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარების გამო დაიწყო ქალაქის სწრაფი ზრდა. 1888 წელს იაბლონეც-ნად-ნისოუ მიუერთდა სარკინიგზო ქსელს, ხოლო 1900 წელს ქალაქში გაიყვანეს ტრამვაი (იხ. ლიბერეცი-იაბლონეცის ტრამვაი).

გალერეა

დაძმობილებული ქალაქები

რესურსები ინტერნეტში