ვერაძანოს ხიდი

16:24, 28 აგვისტო 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ვერაძანო-ნეროუს ხიდი, ან მოკლედ ვერაძანოს ხიდი (Verrazano-Narrows Bridge) — ორსართულიანი დაკიდებული ხიდია, რომელიც სტეიტენ აილენდს ბრუკლინთან აერთებს ქალაქ ნიუ-იორკში ნეროუს სრუტესთან. ხიდს სახელი იტალიერლი მკვლევარის ჯოვანი და ვერაძანოს პატივსაცემად დაერქვა, პირველი დღეისთვის ცნობილი ევროპელი ნავიგატორის, რომელიც ნიუ-იორკის ყურეში და მდ. ჰუძონზე შემოვიდა. ხიდის ცენტრალური გაშლა 1.298 მ-ია და მსოფლიოში უდიდესი დაკიდებული ხიდი იყო მისი მშენებლობის დასრულებიდან 1964 წელს 1981 წლამდე. ამჟამად მსოფლიოში სიგრძით მეშვიდეა ამ პარამეტრით, თუმცა აშშ-ში კვლავაც რჩება როგორც ყველაზე გრძელი დაკიდებული ხიდი. მისი მასიური საყრდენი კოშკები ნიუ-იორკის მეტროპოლიის მრავალი ნაწილიდან ჩანს, მათ შორის ქალაქის ხუთივე საგრაფოდან. ხიდი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელია ადგილობრივი და რეგიონული ჩქაროსნული გზატკეცილების სისტემის. მასზე ყოველწლიურად ნიუ-იორკ სიტის მარათონი ეწყობა, ხოლო ნიუ-იორკსა თუ ნიუ-ჯერსიში მომავალი ყველა კრუიზისა თუ სატვირთო გემი მის ქვეშ გადის. ადგილობრივი მცხოვრებლები მას უბრალოდ „ვერაძანოს“ უწოდებენ.

ფაილი:Verrazano-Bridge-Dawn.jpg
ვერაძანოს ხიდი

გალერეა

რესურსები ინტერნეტში