Ka:რჩეული სტატიები/კანდიდატები/მზე

14:29, 20 მარტი 2016-ის ვერსია, imported>Jaba1977
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
✔ რჩეული გახდა 03/05/2015
  • ფაილი:Symbol support vote.svg (ნომინაცია) ამდენ სინათლეს, სითბოს, ენერგიას გვაწვდის და იმსახურებს რჩეულობას. მგონი, სტატიაც იმსახურებს :) --Hubble განხილვაწვლილი 19:51, 2 ოქტომბერი 2014 (UTC)
  • ფაილი:Symbol support vote.svg (მომხრე) --JABA 1977 20:02, 2 ოქტომბერი 2014 (UTC)
  • ფაილი:Symbol support vote.svg (მომხრე) უბრალოდ რაღაცეები დასამუშავებელია. პირველი, რაც ვიზუალურად მეცა თვალში, მზის სისტემის სექციაა. მესმის, რომ კარგია ეს გრაფიკული მასალით ყველაფრის გაფორმება, მაგრამ ამ შემთხვევაში, პირადად ჩემთან ისე წელავს ბოლოს ამ სექციას, რომ რჩება თეთრი ცარიელი ადგილი, სანამ სექცია დასრულდება. მსგავს ადგილებში უბრალოდ შემცირდეს thumb-ემბი, რომ ყველაფერი ლამაზად დაეწყოს. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:11, 2 ოქტომბერი 2014 (UTC)
  • ფაილი:Symbol support vote.svg (მომხრე). შესავალში თუ გალურჯდება ბმულები მთლად უკეთესი. - ოთოჯი განხილვა 19:14, 3 ოქტომბერი 2014 (UTC)
გაკეთდა --Hubble განხილვაწვლილი 18:31, 19 ოქტომბერი 2014 (UTC)
  • ფაილი:Symbol support vote.svg (მომხრე) მიხარია ასეთი ტიპის სტატიების მომრავლება :)--შოთა [UT] 09:16, 4 ოქტომბერი 2014 (UTC)
  • ფაილი:Symbol support vote.svg (მომხრე) — Mad Scientist განხილვაწვლილი 16:19, 15 ოქტომბერი 2014 (UTC) (ამის ხმა წაშალეთ, არ აქვს მიცემის უფლება - Hubble განხილვაწვლილი 02:03, 30 დეკემბერი 2014 (UTC))
  • ფაილი:Symbol support vote.svg (მომხრე) - ძალიან დიდი მადლობა მორიგი, საკმაოდ დეტალური/ვრცელი, ასტრონომილი სტატიისთვის --Davitako განხილვაწვლილი 18:19, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)
  • ფაილი:Symbol support vote.svg (მომხრე) --Highflyer910 განხილვაწვლილი 19:44, 16 ოქტომბერი 2014 (UTC)
  • ფაილი:Symbol support vote.svg (მომხრე) ვაფასებ თქვენს შრომას. --Datuniadruncha განხილვაწვლილი 19:59, 16 ოქტომბერი 2014 (UTC)
  • ! (მოიცადეთ) სტატია ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ პირველივე შეხედვით თვალში მომხვდა მეც ვიზუალური მასალის გადაჭარბება. ასეთი, ასეთი, და მითუმეტეს ასეთი ფაილები ინფორმატიულია, მაგრამ ბუკლეტებს, ფლაერებს მაგონებს და რატომღაც არა მგონია, რომ ენციკლოპედიისათვის მიღებული იყოს. თანაც არაფერი არ იკითხება იმ ზომებში, რა ზომებშიც მოცემულია სტატიებში და მთელი სტატიის სიგანე უნდა დაიკავოს, რომ კითხვადი გახდეს, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით. ვფიქრობ, ამათ ნაცვლად ტექსტში რომ იყოს ეს ინფორმაცია მოცემული, საკმარისია (იქნებ უკვე არის კიდევაც ტექსტში), ვიზუალური მასალა კი მარტივად აღსაქმელი და ნაკლები წარწერებით ჯობია იყოს. სტატიას რომ წავიკითხავ, უკეთ შევაფასებ, თუმცა ასეთი ვიზუალური მასალა უკვე ხელს მიშლის {{ჰო}}-ს დაწერაში. Deu. 08:10, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)
ესკიზის შექმნის შეცდომა:  კომენტარი: ასტრონომია ისეთი თემაა, რომ აუცილებლად სჭირდება გრაფიკული სურათები. მე ვფიქრობ, ეს ერთგვარი უპირატესობაა ამ სტატიის. პირადად ჩემი გადათარგმნილი ინფოგრაფიკებია. როცა ტექსტში საუბარია მზიურ ანთებებზე, უხიფათო დაკვირვებებზე, მომხმარებლისთვის ბევრად უკეთესი და იოლი გზაა, ის ვიზუალურად გაიგოს. ამიტომ არ ვთვლი, რომ რომელიმე ფაილი წასაშლელია (თუ რა თქმა უნდა რამე შეცდომა ხარვეზი არაა თვითონ ინფოგრაფიკში).
რაც შეეხება მზის სისტემის სექციას, ამ სტატიაშიც მაქვს გამოყენებული, უფრო სწორად, ამ სტატიიდან ამოვიღე. ვფიქრობ, როცა სტატია პლანეტაშია მზის სისტემა, სტატია მზეში აუცილებლად უნდა იყოს გრაფიკულადაც. ნუ ერთი ფოტოს ამოღება კი შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი სექციაა მთელ სტატიაში.

ესკიზის შექმნის შეცდომა:  კომენტარი:

ვიკიწიგნები - სილამაზე ჩვენი პრიორიტეტი არ არის. საინფორმაციო მხარეა პრიორიტეტი. თქვენ იტყვით, რომ ინფორმატიულია ეს გრაფიკა. მე კი გეტყვით, რომ მსგავსი პრაქტიკა ვიკისთვის უცხოა, ვიკიპედია ფოტოგალერეა არ არის. გარდა ამისა - თუ რაღაც სურათები დაწკაპვისას იხსნება სრულ ეკრანზე და რაღაც მაინც იკითხება, ერთ-ერთი, რომელიც ძალიან გრძელია (დათომ დადო მისი ბმული), ავტომატურად იშლება ისე, რომ მთლიან სიგრძეში ეტევა ეკრანზე და საერთოდ ვერაფერს წაიკითხავ. ანუ კიდევ ცალკე უნდა დააჭირო, გახსნა, როგორც ცალკე ფაილი იქვე ბრაუზერში და კიდევ ბრაუზერიდან გაადიდო, რომ ამოიკითხო ყველაფერი. ასეთ რამეს შემოგთავაზებთ - ხომ არ ჯობია, ვიკიწიგნებში ასტრონომიის თემა განავითაროთ? მით უმეტეს, დასამუშავებელია. იქ ინფოგრაფიკების დიდი რაოდენობის განთავსება თავისუფლად შეიძლება. (მაგალითად იხილეთ ეს სტატია.

ფაილების ჯამური ზომა - გარდა ამისა, დავამატებ - სტატიაში ჩასმული ნათარგმნი ინფოგრაფიკების რაოდენობა შეადგენს 9.978 მბს. (9 მეგაბაიტი და 978 კილობაიტი - თითქმის 10 მეგაბაიტი). მობილური ინტერნეტის მქონე მომხმარებელმა (და ასეთი ბევრია, იგივე ქართული ვიკიპედიის Facebook გვერდზე ბევრი წერს, რომ მობილურიდან არის შემოსული) რა ქნას?

არაოფიციალური პროგრამული უზრუნველყოფა - შემდეგ - Adobe-ს პორტატული პროგრამული უზრუნველყოფა ოფიციალურად გამოშვებული არ აქვს, აგრეთვე არ აქვს ამ პროდუქტების მხარდაჭერა (საუბარია პორტატულ ვერსიებზე) და მინიმუმ არაკორექტულია სურათებზე იმის მითითება, რომ სურათები მეკობრული პროგრამული უზრუნველყოფით არის შედგენილი (გასაგებია, ყველა იყენებს ე.წ. 'გატეხილ' ვერსიებს, მაგრამ ამის აფიშირება არ არის სწორი. არც ის არის სწორი, რომ საერთოდ ვწერთ, რა პროგრამაშია აწყობილი - ისედაც ლოგიკურია, რომ ეს ფოტოშოპში შეიქმნა.

თხრობის ენა - გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემაა - გასაგებია, რომ ეს სურათები ინფოგრაფიკებია, მაგრამ ეს არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ვიკიპედიური სტილის ტექსტები ვწეროთ. ინფოგრაფიკებზე ვხედავ წინადადებების ისეთ ფორმულირებებს, რომლებიც სკოლის სახელმძღვანელოს უფრო მაგონებს (ინსტრუქციებს, მაგალითად). --Henry (მომწერეთ) 15:47, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)

ესკიზის შექმნის შეცდომა:  კომენტარი: არაოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას ვეთანხმები, ეს თითქმის 3 წლის წინ გავაკეთე (აზრზე არ ვიყავი ვიკიპედიის, მეგონა ოფისი ჰქონდა და იქიდან წერდნენ) ჩემი გვერდისთვის და არც მიმიქცევია ყურადღება, ისე მივაწერე. ამოვუშლი მაგ მინაწერს, ავტორსაც და ყველაფერს. რაც შეეხება თხრობის ენას... სხვანაირად შეუძლებელია. თუ ინსტრუქციები მიუღებელია ვიკიპედიისთვის, მაშინ ბოლო ნაწილიც უნდა ამოვშალო (დაკვირვება და ეფექტები). მანდ თითქმის ყველგან ინსტრუქციაა ასეთი ტექსტებით: გაფრთხილდით, ფრთხილად, ეს სახიფათოა და ა.შ.
წეღან დავწერე კომენტარი და რედაქტირების კონფლიქტის გამო წაიშალა. მოკლედ, ამხელა სტატიაში მაინც ვერ მოვახერხე ყველაფრის ჩატევა, დარჩა რაღაც თემები, რომლებიც ვერაფრით ჩავაკვეხე. ამ სტატიის ამ სექციაში ორი დიდი ინფოგრაფიკია (რომლის გახსნა კომპიუტერსაც უჭირს) და არც ჩანს კარგად გადიდებულიც კი, მაგრამ მგონი სტატიას ალამაზებს, უფრო ინფორმაციულს ხდის და უფრო თვალსაჩინო ჩანს. ასტრონომია ისეთი თემაა, რომ ფოტოს, ინფოგრაფიკის, თვალსაჩინოების გარეშე წარმოუდგენელია. ტელეფონით ასტრონომიის სწავლას ან ინფორმაციის მოძიებას ვინც აპირებს, საკმარისად მიიღებს ამ სტატიიდან, მაგრამ დამატებითი ინფორმაცია თუ უნდა (ინფოგრაფიკები ძირითადად მაგას ემსახურება), კეთილი ინებოს და კომპიუტერით მიუჯდეს. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Hubble (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - ფაილი:OOUI JS signature icon LTR.png.
თუ წარმოუდგენელი არის, როგორ ახერხებენ იგივე ინგლისურ ვიკიში საკმაოდ დიდი ინფორმაციის მიღებას ამ სტატიიდან? აქვთ რამდენიმე ინფოგრაფიკა (მათ შორის, ისინიც, რომელიც თქვენ თარგმნეთ), მაგრამ ვეებერთელა მეგაბაიტიანი გრაფიკები ნამდვილად არ აქვთ. ვიკიწიგნები ამისთვის კარგი ადგილი იქნებოდა, უბრალოდ ფორმატია შესარჩევი. ხოლო თვალსაჩინოებისთვის სურათების დადების ლიმიტი აღნიშნულ რესურსს არ აქვს. --Henry (მომწერეთ) 16:15, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)
არა, ვერ გამიგე... როგორ უნდა მივუთითო მკითხველს, როგორ დააკვირდეს მზეს უსაფრთხოდ, თუ არ დავუწერე ინსტრუქციები?--Hubble განხილვაწვლილი 16:31, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)
აი მანდ არის, რომ უკვე ცდებით. თუ მაინცდამაინც ინსტრუქციის დაწერის სურვილი არსებობს, არსებობს თხრობის სხვა სტილი. კეთდება ცალკე სექცია, მაგალითად უსაფრთხოება და იწერება, რომ მედიცინის მუშაკები (თუ ვინც არიან) ზოგადად მოსახლეობას მზესთან ურთიერთობისას ასე და ასე მოქცევას ურჩევენ. თავას ვიკიპედიის წესებით, იწერება ტექსტები, რომლითაც კონკრეტულად რაღაც მასას არ მივმართავთ, უნდა იყოს განზოგადოებული. ანუ არ უნდა ეწეროს 'თქვენ ასე და ასე უნდა გააკეთოთ'. საერთოდ - ვიკიპედია ინსტრუქციების ადგილი არ არის - წარმოიდგინეთ, ვიღაც შემოვიდეს და დაწეროს გარუჯვის შინაური რეცეპტები, როგორიც არის 'ლეღვის ნახარში'. ალბათ, კოლეგები დამეთანხმებიან იმაში, რომ აღნიშნული ინფოგრაფიკა უნდა გადაკეთდეს უბრალო ტექსტად. ბოლოს და ბოლოს, გასაგებად გვაქვს ახსნილი, თუ რა არ არის ვიკიპედია. --Henry (მომწერეთ) 16:27, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)
გასაგებია. გავაკეთებ. ყველა ინფოგრაფიკი ამოვშალო? --Hubble განხილვაწვლილი 16:31, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)

ესკიზის შექმნის შეცდომა:  კომენტარი: არა, Hubble. ჯერ ტექსტად გადააკეთეთ. ვინაიდან დამუშავებაში მყოფ სტატიად რჩება, აუცილებელი არ არის ბოლომდე ყველაფრის ამოშლა (მით უმეტეს, ის თეთრი ინფოგრაფიკები, ორიგინალშიც რომ არის და თქვენ რომ თარგმნეთ, შესანიშნავად ზის). მაგალითად, ავიღოთ ეს ფაილი - ფაილი:უხიფათო დაკვირვება.jpg. უნდა დაწეროთ ვრცლად, თუ რა პროცესი მიმდინარეობს გაუფილტრავი შუქის მოხვედრისას. უბრალოდ დაწერეთ ტექსტის სახით, რა არის სპეციალური ლინზები (უკვე გიწერიათ სიის სახით). ჩემი სუბიექტური აზრით, შეგიძლიათ უბრალოდ ორი სურათი შეატყუპოთ ფოტოშოპში (ხვრელიანი მუყაო და ბინოკლიანი), წარწერების გარეშე. შეგიძლიათ დანომროთ ან ა და ბ დააწეროთ, შემდეგ ეს სურათი ატვირთოთ და დასვათ მარჯვნივ ან მარცხნივ. ხოლო ტექსტში მიუთითოთ, რომ სხვა მეთოდებს შორის არსებობს ასეთებიც და მიუთითოთ ამ ა და ბ-ზე. (ვთქვათ). ამ შემთხვევაში, მცირე ინფოგრაფიკა გამოდის, მაგრამ ტექსტების წაკითხვა სურათზე აუცილებელი აღარ იქნება. ის სამი სურათი რომ არის - ჰალო პარელიასთან ერთად, დედამიწიდან დანახული მზის ამოსვლა და დედამიწიდან დანახული მზის ჩასვლა - კარგი იქნება, გალერეის სახით გადაგვეტანა, მარცხნივ-მარჯვნივ მიმოყრილია. <gallery></gallery> ამ ტეგს ვგულისხმობ. ეს მხოლოდ მცირე რჩევებია.

სხვათა შორის, თუნდაც ფაილი:ვენერას_ტრანზიტი.jpg რომ ავიღოთ - რაც დასაწყისში წერია (მაგალითისთვის), სავსებით შეიძლება დაიწეროს ტექსტის სახით, ხოლო ის ლურჯად დაზახული ორბიტები და სხვა ამოღებული იქნა ცალკე, თეთრ ფონზე, დანომრილი იქნას, ატვირთული იქნას ცალკე სურათად, დასმული იყოს ცენტრში და ქვეშ ტექსტის სახით (სურათის გარეთ, თვითონ ვიკიპედიის გვერდზე) მიწერილი იყოს, რომელი ორბიტა რომელია. მოკლედ, იმის თქმა შეიძლება, რომ ინფორმაციის რაოდენობას სტატია არ უჩივის, მაგრამ ფორმატირება-გაფორმებაზე უნდა ვიმუშავოთ. იმედია, ფოტოშოპში Save for web-ს იყენებთ, რომ დიდი ფაილები არ გამოვიდეს. --Henry (მომწერეთ) 16:44, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)

გასაგებია. ყველაფერს გავაკეთებ. კარგი აზრია. მადლობა დიდი რჩევებისთვის და, რაც მთავარია, კრიტიკისთვის. --Hubble განხილვაწვლილი 17:10, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)
ნამდვილად კარგი რჩევებია, ვეთანხმები ჰენრის ყველაფერში. კიდევ ერთხელ გადავხედე სტატიას და ვფიქრობ, ერთი მნიშვნელოვანი სექცია აკლია, რომელიც შეეხება მზის მნიშვნელობას სხვადასხვა კულტურაში, რელიგიაში და ა. შ. სექციის სათაურის დაზუსტება შესაძლებელია; მოგეხსენებათ, მზეს, სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, მხოლოდ ასტრონომიული მნიშვნელობა არა აქვს და უამრავ კულტურაშია გაღმერთებული თუ განდიდებული. სამწუხაროა, რომ ინგლისურში ასეთი სექცია არ აქვთ. სამაგიეროდ ამ შინაარსის სექცია არის გერმანულ ვიკიპედიაში (შეიძლება სხვაგანაც...). შეგპირდებოდით გერმანულიდან თარგმნას, მაგრამ ჩემი გრაფიკი მაფერხებს... იმედია მოხერხდება რამენაირად. Deu. 19:38, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)

ესკიზის შექმნის შეცდომა:  კომენტარი: ესკიზის შექმნის შეცდომა: გაკეთდა ყველაფერი, რაც მოითხოვეთ/გამაკრიტიკეთ/შემისწორეთ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
რაც შეეხება მზეს სხვადასხვა კულტურაში, იყო ასეთი სექცია: „მზე ქართულ მითოლოგიაში“, თუმცა ზედმეტად არაენციკლოპედიური (სანდო წყაროს გარეშე) და ამიტომ მიხეილმა ამოშლა მირჩია და ამოვშალე. თუ მოიძიებთ რომელიმე კულტურის (ყველაზე მეტად საქართველო გამიხარდება, მაგას ცალკე სექციას მივუძღვნი), ჩავამატებ დიდი სიამოვნებით. (პ.ს. რა მაინტერესებს, ჰენრიმ რომ გადაუსვა ხაზის თავის ხმას, ეგ აღარ მეთვლება?) --Hubble განხილვაწვლილი 21:29, 17 ოქტომბერი 2014 (UTC)

გასათვალისწინებელია სხვა შენიშვნებიც, მაგრამ ამ ეტაპზე გრაფიკასთან დაკავშირებული ძირითადად აღმოიფხვრა, ასე ვთვლი. --Henry (მომწერეთ) 06:58, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)
 კომენტარი: მზეს ქართულ მითოლოგიაში საკმაოდ დიდი როლი აქვს. არაენციკლოპედიური და ამოსაღები ნამდვილად არ იყო, სანდო წყაროებიც ბევრია, ვფიქრობ უნდა დაამატო კვლავ ეგ სექცია. --JABA 1977 04:09, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)

ესკიზის შექმნის შეცდომა:  კომენტარი: მზე ქართულ მითოლოგიაში მდედრობითი სქესისააა, ქალია. ამ ეტაპზე ეს სტატიაც საკმარისია, ამის მიხედვით შეიძლება დაწერო ერთი სექცია — მზე ქართულ მითოლოგიაში. --JABA 1977 04:17, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)

გერმანულიდან მითითებულ სექციას თუ თარგმნის ვინმე, არ იქნება ურიგო, თუ არა და მე ვთარგმნი მოცალეობის ჟამს :). Deu. 06:37, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)
რუსულ ვიკიპედიაში, მეგობრებო, ძალიან კარგი ქვეთავებია: მზის დაბნელება, მზე და დედამიწა, მზე მსოფლიოს კულტურებში. რუსულიდან თარგმნეთ, გთხოვთ! :) Deu. 06:41, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)

ესკიზის შექმნის შეცდომა:  კომენტარი: მე არანაირი წყარო არ მქონდა იმისა, რაც ეწერა. თუ ვინმეს გაქვთ სანდო წყაროები, გადმომიგზავნეთ როგორმე და დავამატებ დიდი სიამოვნებით. --Hubble განხილვაწვლილი 07:14, 18 ოქტომბერი 2014 (UTC)