მზიური ქარი
მზიური ქარი — მზის ზედა ატმოსფეროდან წამოსული პლაზმის ნაკადი. ის უმეტესად პროტონებსა და ელექტრონებს მოიცავს, რომელთა ენერგია ჩვეულებრივ 1,5-10 კილოელექტრონვოლტია. ნაწილაკების ნაკადის სიმკვრივე, ტემპერატურა და სიჩქარე იცვლება დროთა განმავლობაში და მზის გრძედის მიხედვით. ეს ნაწილაკები თავიანთი მაღალი ენერგიის წყალობით მზის გრავიტაციას თავს აღწევს — გვირგვინის მაღალი ტემპერატურიდან და მაგნიტური, ელექტრული და ელექტრომაგნიტური ფენომენებიდან, რომელიც მასში ხდება.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b6/Heliospheric-current-sheet.gif/250px-Heliospheric-current-sheet.gif)
მზიური ქარი ზებგერითი სიჩქარით ვრცელდება უდიდეს მანძილებზე და ავსებს რეგიონს, რომელსაც ეწოდება ჰელიოსფერო — ბურთულის მსგავსი უზარმაზარი სივრცე, რომელსაც გარს აკრავს ვარსკვლავთშორისი სივრცე. მზიურ ქართან დაკავშირებული სხვა ფენომენებია: ციალი (ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნათება), კომეტის პლაზმური კუდი, რომელიც ყოველთვის მზის საპირისპიროდაა მიმართული, და გეომაგნიტური შტორმები, რომელთაც ძალუძს შეცვალოს მაგნიტური ველის ძალწირების მიმართულება.
რესურსები ინტერნეტში
- მზიური ქარი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted