ზარაფშანი

09:29, 4 მაისი 2021-ის ვერსია, imported>Otogi (— დიდი საბჭოთა ენციკლოპედია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ზარაფშანი (სპარს. زرافشان, ტაჯ. Зарафшон, უზბეკ. Zarafshon) — მდინარე ცენტრალურ აზიაში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. სათავე აქვს ტაჯიკეთში, ზარაფშანის მყინვარზე, ზღვის დონიდან 2750 მ სიმაღლეზე. სიგრძე 877 კმ, აუზის ფართობი 41 860 კმ². სათავიდან 300 კმ მანძილზე მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობაში, ფანჯიკენტის ქვემოთ კი — ვაკეზე. სამარყანდთან მდინარე ორ ტოტად იყოფა (აქდარია, ყარადარია), რომლებიც ყიშლაყ ხათირჩისთან კვლავ ერთდებიან. ქვემო დინებაში ზარაფშანს ეწოდება ყარაქოლდარია, აქ მდებარეობს ბუხარისა და ყარაქოლის ოაზისები. ზარაფშანი შრება და ვერ აღწევს მდინარე ამუდარიამდე. იკვებება თოვლისა და მყინვარის წყლით. ზარაფშანის წყალი მთლიანად იხარჯება მორწყვაზე. აგებულია წყალსაცავები. ქვემო დინებაში ზარაფშანში არხით შედის ამუდარიის წყალი. ზარაფშანის ნაპირზეა ქალაქები: სამარყანდი, ბუხარა, ნავოი, ქათაყურღანი, ქაგანი. მდინარეს ზემოთში მათჩა ეწოდება. საშუალო წლიური ხარჯი მაგიანის შესართავის ქვემოთ 162 მ³/წმ.

ზარაფშანი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ზარაფშანი
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ესკიზის შექმნის შეცდომა:  უზბეკეთი
ქალაქები სამარყანდი
ბუხარა
ნავოი
ქათაყურღანი
ქაგანი
სათავე ზარაფშანის მყინვარი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სათავის მდებარეობა ტაჯიკეთი
სათავის სიმაღლე 2750 მ
შესართავი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შესართავის მდებარეობა დენგიზქოლის ტბა
სიგრძე 877 კმ
აუზის ფართობი 41 860 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 162 მ³/წმ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

— სათავე, ფაილი:Blue pog.svg — შესართავი
ესკიზის შექმნის შეცდომა: [[commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|ზარაფშანი]] ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში