მუდი

07:42, 14 მარტი 2022-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.6)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

მუდი (უნგრ. Mudi) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია უნგრეთში XIX საუკუნეში.

მუდი
წარმოშობის ქვეყანა უნგრეთი
თვისებები
წონა 8-13 კგ.
სიმაღლე 36-51 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ყველა უნგრულ მეცხვარე ძაღლს ერთ კლასიფიკაციას აძლევდნენ, როდესაც 1930-იან წლებში მუდი გამოყვეს პულისა და პუმისაგან. ეს უნივერსალური ჯიში, როგორც ჩანს, გეგმიური გადარჩევის შედეგი არ არის და იშვიათია თვით უნგრეთშიც კი. მას იყენებდნენ ტახზე სანადიროდ, ნახირის სამწყემსად, ფერმის სადარაჯოდ და კომპანიონად. ჯიშის ნიშნები ჩამოყალიბდა XX საუკუნის დასაწყისში, სწორედ ამ დროსვე ჩამოყალიბდა მისი სტანდარტებიც. გაუგებარია რატომ, მაგრამ, შესაძლოა, გაურკვეველი წარმომავლობის და უბრალო გარეგნობის გამო ამ ჯიშის რიცხოვნობა მცირეა და, თუ დროულად არ ჩატარდა შესაბამისი ზომები, ეს ჯიში გადაშენდება.

მუდი დამჯერი და მხიარული, თუმცა, ზოგჯერ ხმაურიანი კომპანიონია, ის შესანიშნავად გრძნობს თავს როგორც ქალაში, ასევე სოფელში. კარგად ეგუება ბავშვებს, ყინვას. ვერ ეგუება სხვა ძაღლებს. აქვს გრძელი, დატალღული და მბზინავი ბალანი, რომლის შეფერილობა მრავალფეროვანია. ზურგი სწორია, მაგრამ მოკლე.

რესურსები ინტერნეტში

ფაილი:Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • მუდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მუდი&oldid=174299“-დან