ბაკეტატონი
ბაკეტატონი იეროგლიფებში |
<hiero>i-t:n:ra G29:t-B1</hiero> |
ბაკეტატონი — ძველი ეგვიპტის XVIII დინასტიის პრინცესა. ვარაუდობენ, რომ იგი არის ამენჰოტეპ III-ისა და მისი მთავარი ცოლის ტიიას უმცროსი ქალიშვილი. ამგვარად ის გამოდის ეხნატონის და. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „ატონის მოსამსახურე“. მისი სურათი ასევე აღმოჩენილია ორ საბანკეტო გამოსახულებაზე. ერთ-ერთ გამოსახულებაზე დედოფალი ტიია ზის ფარაონ ეხნატონისა და ნეფერტიტის წინაშე. ერთ-ერთ სცენაში ბაკეტატონი ზის დედამისთან ახლოს. ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია სამეფო ოჯახი. მარჯვნივ ზის ამენჰოტეპ III, მის წინ ტიია და მასთან ახლოს ბაკეტატონი.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/TombHuya2.jpg/250px-TombHuya2.jpg)
ბაკეტატონის ერთადერთი ტიტულია „მეფის საყვარელი შვილი“, სავარაუდოდ იგი გარდაიცვალა ახალგაზრდა. იგი არ მოიხსენიება არცერთ დოკუმენტში არც დედამისის ტიიას გარდაცვალების შემდეგაც. არსებობს ვარაუდიც, რომ ბაკეტატონი იგივე ნებეტაჰია, ამენჰოტეპ III-ის უმცროსი შვილი[1], მაგრამ ეს ვარაუდი არ დასტურდება.
სხვა ვარაუდით, შესაძლებელია ბაკეტატონი არის ეხნატონისა და მისი მეორე ცოლის კიიას შვილი[2].
სქოლიო
- ↑ Joyce Tyldesley: Nefertiti — Egypt’s Sun Queen
- ↑ Dr. Marc Gabolde: The End of the Amarna Period
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted