ნადიკვარი

10:17, 26 თებერვალი 2021-ის ვერსია, imported>გიო ოქრო
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ნადიკვარი — კულტურისა და დასვენების პარკი ქალაქ თელავში. მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ბორცვზე. პარკის ჩრდილოეთ ნაწილიდან იშლება ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთის ხედი, რომელიც გრძელდება ალაზნის ველზე კავკასიონის მთებამდე.

სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით არის ვერსია, რომ მისი სახელი დაკავშირებულია მცენარე დეკასთან. ვარაუდობენ, რომ ამ ადგილზე ხარობდა დეკა. ადგილი თავდაპირველად იწოდებოდა, როგორც „ნადეკარი“, ხოლო დროთაგანმავლობაში შეიცვალა და მიიღო დღევანდელი სახელწოდება.