ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი

20:05, 12 სექტემბერი 2023-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (5.178.137.26-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ — ქართული მხატვრული ფილმი. მისი რეჟისორია ელდარ შენგელაია. გამოვიდა 1984 წელს. ფილმი გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“
ფაილი:Cisferi mtebi.jpg
დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი გიორგი შენგელაია
რეზო ჭეიშვილი
როლებში რამაზ გიორგობიანი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ხმის ოპერატორი ვლადიმერ ნიკონოვი
ოპერატორი ლევან პაატაშვილი
მხატვარი ბორის ცხაკაია
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1984
ხანგრძლივობა 98 წთ.
ქვეყანა სსრკ
ენა ქართული

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული… მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა — თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც — მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ… ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია… ფილმი ალეგორიული კომედიაა. იგი ნიღაბს ხდის საბჭოთა ბიუროკრატიზმს და უპასუხისმგებლობას. რედაქციაში მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები; ამ სისტემის არაეფექტურობა სრულდება პირდაპირ მნიშვნელობით დაწესებულების ნგრევით, გადატანით კი — საბჭოთა სისტემის ნგრევით.

როლებში

რესურსები ინტერნეტში