ალბერტო ჯაკომეტი

19:33, 23 აგვისტო 2024-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (2A02:B021:F05:C03E:106F:E52F:CB19:D09D-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ალბერტო ჯაკომეტი (დ. 10 ოქტომბერი, 1901, სტამპა — გ. 11 იანვარი, 1966, კური) — შვეიცარიელი მოქანდაკე და ფერმწერი, მოდერნიზმის წარმომადგენელი. სწავლობდა ჟენევაში ხელოვნების და ხელოსნობის სკოლაში (1919-20 წწ), პარიზში კი ე. ბურდელთან (1922-25 წწ). განიცადა კუბიზმის გავლენა. 1929-1935 წწ მიემხრო სიურრეალიზმს. მისი უმთავრესი ნამუშევრები შესრულებულია 1940 – 60-იან წლებში (დამახასიათებელია ვიწრო, ვერტიკალურად ძლიერ გაწელილი, თითქმის ირაციონალური ფიგურები („მოედანი“, 1948 – 1949 წწ, ბრინჯაო, საჯარო სამხატვრო კოლექცია, ბაზელი), ბიუსტები, ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები.

ფაილი:Alberto-Giacometti,-etching-(author-Jan-Hladík-2002).jpg
ალბერტო ჯაკომეტი. ავტორი იან ჰლადიკი, 2002

ლიტერატურა