გიორგი სიდამონიძე
გიორგი კონსტანტინეს ძე სიდამონიძე (დ. 26 დეკემბერი, 1896, გორი — გ. 22 მაისი, 1971, სან-ფრანცისკო, აშშ) — ქართველი გენერალი ჩინეთის არმიაში. იქ მას გენერალ სი და მას სახელით იცნობდნენ.
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/1/1d/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%3B_%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%98_%E1%83%93%E1%83%90_%E1%83%9B%E1%83%90.jpg)
ბიოგრაფია
გიორგი კონსტანტინეს ძე სიდამონიძე 1896 წლის 26 დეკემბერს ქალაქ გორში დაიბადა. დაამთავრა თბილისის პირველი სკოლა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. სამოქალაქო ომში, აღმოსავლეთის ფრონტზე, თეთრების მხარეს იბრძოდა. მონაწილეობდა ციმბირის „დიდ ყინულოვან“ ლაშქრობაში. 1920 წელს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა, ხოლო 15 ნოემბერს უფის მე-2 დივიზიას ჩაუდგა სათავეში. 1921 წლის მარტიდან კვლავ მეთაურობდა პოლკს უფაში, მონაწილეობდა ხაბაროვსკის ლაშქრობაში და ორჯერ დაიჭრა ბრძოლებში. მომდევნო წლის 2 ნოემბერს, თეთრი არმიის ბოლო ნაწილებთან ერთად, ჩინეთში გადავიდა. ემიგრაციაში გიორგი სიდამონიძე მანჯურიაში ქალაქ გირინში ცხოვრობდა. 1923 წელს მარშალ ჯან ძოლინის არმიაში შევიდა, სადაც 27 წლის ასაკში გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭეს და შანდუნის დივიზიის რუსული ბრიგადის მეთაურად დანიშნეს. მონაწილეობდა ჩინეთში გაჩაღბულ სამოქალაქო ომში 1924-1928 წლებში. მარშლმა ჩჟან ცუჩანმა გენერალ-მაიორი გიორგი სიდამონიძე 1926 წლის 9 დეკემბერს „უდიდესი თავთავის“ II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მარშალმა თავის სამადლობელ სიტყვაში განაცხადა:
„ლეგენდარული გენერალი სი და მა ჯოლდოვდება პირადი მამაცობისთვის, ბოლშევიკებთან და მათ მოკავშირეებთან ბრძოლებში გამოჩენილი თავგანწირვისთვის.“
|
-
„უდიდესი თავთავის“ II ხარისხის ორდენი
-
წარწერა ჩინურად: “გენერალი სი და მა”
1945 წელს გიორგი სიდამონიძე ქალაქ შანხაიში გადაბარგდა, მას შემდეგ, რაც მანჯურია საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს. შანხაიში სიდამონიძე დაკავებული იყო პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით. 1949 წელს გენერალი აშშ-ში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 1971 წელს, 75 წლის ასაკში, სან-ფრანცისკოში. გიორგი სიდამონიძე იქვე დაკრძალეს.
ლიტერატურა
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2015. — გვ. 184-185, ISBN 978-9941-0-7386-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- მამუკა გოგიტიძე, ჩინეთის არმიის გენერალი სი და მა - გორელი გიორგი სიდამონიძე, ჟურნალი ისტორიანი, მაისი, №5, 2014.