აბრაამ II აბალაკი
აბრაჰამ II, აბრამ აბალაკი — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1492-1497 წლებში.
აბრაამ აბალაკი მოქმედ კათოლიკოსად ჩანს 1492, 1493 და 1497 წლებით დათარიღებულ საბუთებში. მის მიერ საკათოლიკოსო ტახტის დაკავების დროისთვის ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლა სრული რეალობაა.
1497 წლით დათარიღებული საბუთიდან ირკვევა, რომ აბრაამ კათოლიკოსს განუახლებია მეტეხის ღვთისმშობლის მონასტრის თამარ მეფის დროინდელი წისქვილი და აუშენებია ორი ახალი წისქვილი, ამავე მონასტრისათვის შეუწირავს საზეთედ ორი წისქვილი და ვენახი.
ლიტერატურა
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 33.
- მეტრეველი, როინ (2010). საქართველოს მეფეები და პატრიარქები. თბილისი: არტანუჯი. ISBN 978-9941-421-21-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.