კახი ხუციშვილი

17:01, 30 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, imported>Irmaguru
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კახი ხუციშვილი (დ. 14 ივლისი, 1928, სოფ. ართანა, თელავის რაიონი) — ქართველი მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1983). შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი.

1954 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარი; როგორც ილუსტრატორი თანამშრომლობდა გამომცემლობებთან „ნაკადული“, „მერანი“, „საბჭოთა საქართველო“, „ცოდნა“. გააფორმა ფილმები: „მაგდანას ლურჯა“ (1954), „ჩვენი ეზო“ (1957), „სხვისი შვილები“ (1958), „მაია წყნეთელი“ (1959), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1970), „წიგნი ფიცისა“ (1983), „თეთრი ბაირაღები“ (1989) და სხვ.

1960 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted