ქაფურა
ქაფურა (ლათ. Filipendula) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, მეტწილად მაღალი ბალახებია. ფრთისებრი ან ფრთისებრ განკვეთილი ფოთლები და საგველასნაირ ყვავილედში შეკრებილი მოყვითალო-მოთეთრო, ვარდისფერი ან წითელი ყვავილები აქვთ.
20-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში. საქართველოში გვხვდება ქაფურის 2 სახეობა ( ლათ. Filipendula hexapetala, Filipendula ulmaria) პირველი იზრდება მშრალ მდელოებზე, ტყის პირებსა და ველებზე, მეორე — ჭაობებსა და დაჭაობებულ მდელოებზე, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ქაფურის ყველა სახეობა თაფლოვანია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1986. — გვ. 493.