ნერგები

19:36, 3 აგვისტო 2023-ის ვერსია, imported>Irmaguru
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ნერგები — 1972 წლის ქართული დრამატული მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია რეზო ჩხეიძე. მთავარ როლშია რამაზ ჩხიკვაძე. ფილმის პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1973 წელს. ფილმი შეყვანილი იყო მოსკოვის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც რამაზ ჩხიკვაძემ პრემია მიიღო.

„ნერგები“
ფაილი:ნერგები.jpg
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი რეზო ჩხეიძე
პროდიუსერი შოთა ლაფერაძე
სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი
როლებში რამაზ ჩხიკვაძე
მიშა მესხი
სესილია თაყაიშვილი
ზეინაბ ბოცვაძე
ზურაბ ქაფიანიძე
კომპოზიტორი ნოდარ გაბუნია
ოპერატორი დავით ლომიძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1972 წ.
ხანგრძლივობა 90 წთ.
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  საქართველოს სსრ
ენა ქართული

მოხუცი ლუკა ბაბუა ხეხილის ბაღის განახლებას გადაწყვეტს და შვილიშვილთან ერთად მსხლის იშვიათი ჯიშის — ხეჭეჭურის ნერგების საშოვნელად შორ გზას დაადგება. მოხუცის ახირება ბევრს გაუკვირდება, რადგან ლუკამ კარგად იცის, რომ ხეჭეჭურის ნაყოფს თავის სიცოცხლეში ვეღარ მოესწრება. ბაბუა და შვილიშვილი ნერგებს იშოვიან, მაგრამ მათ სახლში მიტანა არ უწერია — გზაში ჭკნობას იწყებენ. ლუკა ნერგების ნაწილს გზის პირას ჩარგავს, დანარჩენს კი მოცურებული მანქანის გადასარჩენად გაწირავს — ბორბლებქვეშ ჩაუყრის და მანქანას ხრამში გადაჩეხვისგან იხსნის.

როლებში

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ნერგები&oldid=187796“-დან