ლიკა

17:05, 8 აგვისტო 2021-ის ვერსია, imported>Otogi (მომხმარებლის 188.169.196.35 ცვლილებების გაუქმება (№4227889))
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ლიკა (ხორ. Lika) — ისტორიული რეგიონი ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს ველებიტს, დინარის მთიანეთსა და გორსკი-კოტარს შორის. რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია შემოსაზღვრულია დაბალი მთებით. ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით რეგიონის უდიდესი ნაწილი შედის ლიცკო-სენჟის ჟუპანიაში. მცირე ნაწილები ასევე მიეკუთვნება კარლოვაცისა და ზადარის ჟუპანიებს.

ლიკას უდიდესი ქალაქებია გოსპიჩი და ოტოჩაცი. ლიკას ისტორიული რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ხორვატიაში ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა პლიტვიცეს ტბების ეროვნული პარკი.

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ლიკა&oldid=188329“-დან