თარგი:დღის სტატია:06-9

19:31, 6 ივნისი 2015-ის ვერსია, imported>David1010 (დაცულია „თარგი:დღის სტატია:06-9“ ([რედაქტირება=ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტომატურად დადასტურებუ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
დონალდ დაკი
დონალდ დაკი

დონალდ დაკი (ინგლ. Donald Duck - იხვი დონალდი) — უოლტ დისნეის სტუდიების ანიმაციური ფილმებისა და სხვადასხვა გამომცემლობის კომიქსების პერსონაჟი. დონალდი თეთრი ანთროპომორფული იხვია, მოყვითალო-ნარინჯისფერი ნისკარტით, თათებითა და ტერფებით. როგორც წესი, მეზღვაურის პერანგი და კეპი აქვს, თუმცა უშარვლოდაც დადის (ცურვის დროს აცვია გამონაკლისის სახით).

დონალდის განთქმულ ხმას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ადვილად საცნობი ხმა იყო ანიმაციის ისტორიაში, 1985 წლამდე განასახიერებდა კლარენს „დაკი“ ნეში. ნეში ვატონგას ერთ-ერთი მიყრუებული სოფლიდან იყო წარმოშობით, ოკლაჰომას შტატიდან, და საკუთარი ხმის წყალობით საყოველთაოდ ცნობილ ვარსკვლავად იქცა.