გურამ მინაშვილი
გურამ ვარლამის ძე მინაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1936, თბილისი — გ. 1 მარტი, 2015, თბილისი) — ქართველი კალათბურთელი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). საპატიო ნიშნის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.
გურამ მინაშვილი | |
---|---|
ფაილი:Guram Minashvili.jpg გურამ მინაშვილი | |
გამთამაშებელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
გარდაიცვალა | Script error: No such module "Separated entries". |
სიმაღლე | 186 სმ |
წონა | 84 კგ |
ბიოგრაფია
1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. მაირანოს სახელობის, თასის გათამაშების (იტალია) საუკეთესო მოთამაშე (1958). 1957–1964 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1957, 1959, 1963), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1953), სამგზის მეორე (1959, 1960, 1961) და მესამე (1965) პრიზიორი. 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც რომში ჩატარდა, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.[1] 1959 წლის სპარტაკიადის პრიზიორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე.[2]
დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გურამ მინაშვილი სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წმინდა გიორგის ხატითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების სამახსოვრო მაისურით დააჯილდოვა.[3]
ძირითადი შედეგები
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|
კალათბურთი | ევროპის ჩემპიონატი 1963 | 1st | |
კალათბურთი | ევროპის ჩემპიონატი 1959 | 1st | |
კალათბურთი | ევროპის ჩემპიონატი 1957 | 1st | |
კალათბურთი | სოფლიო ჩემპიონატი 1963 | 3rd | |
კალათბურთი | ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი 1962 | 1st | |
კალათბურთი | ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960 | 2nd |
ლიტერატურა
- გუგუშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 707.
რესურსები ინტერნეტში
- გურამ მინაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გურამ მინაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გურამ მინაშვილი — ქართული სპორტი
სქოლიო
- ↑ XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
- ↑ გურამ მინაშვილი. საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-04. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
- ↑ გოჩა კაჭარავა. (27 ნოემბერი, 2011) გურამ მინაშვილი — მსოფლიოს „უგვირგვინო“ ჩემპიონი. მსოფლიო სპორტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted