კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი

18:26, 27 აგვისტო 2020-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (185.70.52.27-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმიეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორშაში. მუზეუმის იურიდიული სტატუსია — სსიპ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის განყოფილება. მუზეუმი დაფუძნდა 1983 წელს. ექსპონატთა რაოდენობაა 456 ერთეული.

ფაილი:Korsha ethnographical museum.jpg
კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი

მუზეუმის მოკლე აღწერა

მუზეუმში დაცულია ხევსურული ყოფის ამსახველი XVIII-XIX საუკუნეების ეთნოგრაფიული მასალა: ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, სპილენძის ჭურჭელი, ასევე ფოტომასალა, რომელიც ასახავს ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, შოთა არაბულის ფერწერული ტილოები.

ზაფხულის თვეებში ეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშებისა და შოთა არაბულის ფერწერული ტილოების გამოფენა-გაყიდვა.

რესურსები ინტერნეტში