ავოგადროს კანონი

13:32, 7 თებერვალი 2023-ის ვერსია, imported>Surprizi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ავოგადროს კანონი — იდეალური აირების ერთ-ერთი ძირითადი კანონი, რომლის თანახმად, ერთი და იმავე ტემპერატურისა და წნევის პირობებში ერთი და იმავე მოცულობის სხვადასხვა აირი მოლეკულების ერთნაირ რიცხვს შეიცავს. აღმოაჩინა 1811 წელს ამედეო ავოგადრომ. ავოგადროს კანონიდან გამომდინარეობს:

1. ნებისმიერი იდეალური აირის 1 კმოლი ერთნაირი წნევისა და ტემპერატურის პირობებში იკავებს ერთსა და იმავე მოცულობას, რომელიც 22.4136 მ3 ტოლია, თუ წნევა უდრის 101 325 ნ/მ2 (760 მმ ვწყ სვ), ტემპერატურა კი 0°C;

2. ორი იდეალური აირის ρ2 და ρ1 სიმკვრივე ერთი და იმავე წნევისა და ტემპერატურის პირობებში პროპორციულია (v2 და v1 კუთრი მოცულობა კი შესაბამისად უკუპროპორციულია) მათი მოლეკულური M2 და M1 მასისა:

ρ2ρ1=v1v2=M2M1.

ლიტერატურა