კურიოზი

09:28, 2 იანვარი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კურიოზი (ფრანგ. Curieuse) — სეიშელის შიდა კუნძულების ერთ-ერთი კუნძული. მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში, ეკუთვნის სეიშელის კუნძულების სახელმწიფოს.

კურიოზი
მშობ. სახელი: ფრანგ. Curieuse
ფაილი:Praslin.svg
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფართობი 2,86 კმ²
უმაღლესი წერტილი 172 მ
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი ბე-სენტ-ანი
დემოგრაფია
მოსახლეობა 200 (2009)
სიმჭიდროვე 69,93 ად. /კმ²
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

გეოგრაფია

ეს მომცრო (2,86 კმ²) გრანიტის კუნძულია, რომელიც მდებარეობს 1 კმ-ზე ცოტათი ჩრდილოეთით კუნძულ პრასლინიდან, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — 172 მეტრი.

ფლორა და ფაუნა

დღეისათვის კუნძული ცნობილია, როგორც ერთ-ერთი იმ ორი ადგილიდან, სადაც იზრდება სეიშელის პალმა. კუნძულზე ასევე ბინადრობს ატოლ ალდაბრიდან შემოყვანილი დაახლოებით 500 გიგანტური კუ. კუნძულის ირგვლივ არსებულ წყლებში ბინადრობს სხვა ჯიშის კუ — ბისა, რომელიც ნაპირზე გამოდის მხოლოდ კვერცხების დასადებად. ფრინველთაგან ბუდობს პატარა თუთიყუში-ვაზის (ლათ. Coracopsis nigra) სეიშელის ქვესახეობა. მცენარეულობიდან ასევე გავრცელებულია ტამანუ (ლათ. Calophyllum inophyllum).

ისტორია

ადრე კუნძულს სახელად ერქვა ილ-რუჟი (Ile Rouge — ფრანგულად «წითელი კუნძული») ნიადაგის ფერის გამო[1]. 1768 წელს კუნძულმა მიიღო თანამედროვე სახელი, იმ გემის პატივსაცემად, რომელსაც მეთაურობდა მარკ ჟოზეფ მარიონ-დიუფრენი, რომელმაც ეს ტერიტორია საფრანგეთის საკუთრებად გამოაცხადა. 1771 წელს მეზღვაურებმა პალმების ნაყოფის შეგროვების გასაადვილებლად გადაწვეს კუნძული და ხანძრის კვალი ჩანს დღემდე.[2] 1827 წელს კუნძულ მავრიკის მთავრობამ კუნძულზე მოაწყო ლეპროზორია და 1965 წლამდე კუნძულის მაცხოვრებლები იყვნენ მხოლოდ ექიმები და ავადმყოფები[3]. 1979 წელს კუნძული და სანაპირო წყლები შევიდა საზღვაო კურიოზის ეროვნული პარკის შემადგენლობაში ფართობით 14,7 კმ²[4].

მოსახლეობა

მოსახლეობა — დაახლოებით 200 ადამიანი (2009 წელი).

სქოლიო

  1. The Islands of the Seychelles. Curieuse. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 2015-08-23.
  2. Carpin, Sarah, (1998) Seychelles, Odyssey Guides, p.141
  3. კუნძული კურიოზი[მკვდარი ბმული]
  4. Marine National Parks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-07. ციტირების თარიღი: 2015-08-23.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კურიოზი&oldid=194515“-დან