ქვისკარის კოშკი

17:31, 4 აგვისტო 2021-ის ვერსია, imported>Surprizi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ქვისკარის კოშკი — მდებარეობს სოფელ ამღიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, მდინარე ასის მარჯვენა ნაპირზე, რომელიც კეტავდა მდინარე არხოტისწყლის ხეობაში შემოსასვლელ გზას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი (4 X 4 მ) ნაგებია რიყის ქვის მშრალი წყობით. ძეგლი დანგრეულია. შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლის კედლები. შემორჩენილია აგრეთვე გალავნის (ქვის ყორე) ფრაგმენტები.

ლიტერატურა