პურის ველის ბრძოლა

03:39, 12 ივლისი 2021-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:Stack პურის ველის ბრძოლა (უნგრ. Kenyérmezei csata, რუმ. Bătălia de la Câmpul Pâinii) — ბრძოლა ოსმალეთის იმპერიისა და უნგრეთის სამეფოს ჯარებს შორის. გაიმართა 1479 წლის 13 ოქტომბერს. ბრძოლა გაიმართა ტრანსილვანიაში პურის ველზე, რომელიც მდებარეობს მდინარე მურეშის ნაპირებზე, ქალაქებს ორაშტიესა და სებეშს შორის.

უნგრეთის ჯარების სათავეში იდგნენ: პაველ კინიჟი, იშტვან ბატორი, ვუკ ბრანკოვიჩი და ბასარაბ III. ოსმალეთის ჯარებს სარდლობდნენ ალი-ხოჯა და ბასარაბ IV.

9 ოქტომბერს ოსმალეთის არმია შეიჭრა ტრანსილვანიაში. გაძარცვა რამდენიმე სოფელი და სავაჭრო ქალაქი, ტყვედ ჩაიგდო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი. 13 ოქტომბერს პურის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. ოსმალეთის არმიაში 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი იყო, უნგრელების არმიაში კი 15 ათასამდე ჯარისკაცი ირიცხებოდა.

ბრძოლა უნგრელების გამარჯვებით დასრულდა. დამარცხებული ოსმალების გადარჩენილი ჯარისკაცები მთებში გაიქცნენ, სადაც მათი უმრავლესობა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაანადგურა. უნგრეთის არმიის დანაკლისი 3 000 ჯარისკაცი იყო, ხოლო ოსმალებმა დაკარგეს 15 000 ჯარისკაცი.

ლიტერატურა

  • (2013) The European Tributary States of the Ottoman Empire in the Sixteenth and Seventeenth Centuries. Leiden: Brill. ISBN 9789004246065Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  • Lengyel, Dénes (1972). Régi Magyar mondák. Budapest: Móra Ferenc. ISBN 963-11-2928-4Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  • Csorba, Csaba (1998). Magyarország Képes Története. Budapest: Hungarian Book-Club. ISBN 963-548-961-7Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  • Babinger, Franz. Mehmed the Conqueror and his time. ISBN 0-691-01078-1Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 

რესურსები ინტერნეტში