ვასილი გულიაკოვი

21:21, 8 ივლისი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ვასილი სემიონის ძე გულიაკოვი (რუს. Василий Семёнович Гуляков; დ. 1751, კალუგის გუბერნია — გ. 15 იანვარი, 1804, ზაქათალა) — რუსი გენერალ-მაიორი (1800), კავკასიის ომების მონაწილე. დაიღუპა ზაქათალის მიდამოებში ლეკებთან შეტაკებისას.

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა 1767 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1768–1774 და 1787–1791 წლების ომებში, რუსეთ-შვედეთის 1788–1790 წლების ომში. 1800 წელს გენერალ-მაიორის ჩინით დაინიშნა ყაბარდოს პოლკის მეთაურად. ხელმძღვანელობდა 1800 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსულ რუსულ ჯარს, შემდეგ — კახეთში განლაგებულ კონტინგენტს. იმავე წლის 7 ნოემბერს თავისი პოლკის ერთ-ერთი ბატალიონით მონაწილეობა მიიღო ომარ-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში ივრის ნაპირებზე (სარდლობდა რუს-ქართველთა ჯარის მარჯვენა ფლანგს). 1803 წლის მარტში გაიგზავნა ლეკების წინააღმდეგ ჭარ-ბელაქანსა და ზაქათალაში. ბელაქნისა და ჭარის დაკავების შემდეგ უკუაგდო ლეკების თავდასხმა მისი რაზმის ბანაკზე ადგილ ფეიქართან 1803 წლის 22 ოქტომბერს. 1804 წლის 1 იანვარს ალაზნის ნაპირებზე დაამარცხა ყაზიყუმუხის ხანის ლაშქარი და მას ზაქათალის ხეობაში დაედევნა. 15 იანვარს ბრძოლაში გულიაკოვი მოკლეს, ხოლო მისმა რაზმმა დიდი დანაკარგებით უკან დაიხია. დასაფლავებულია ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში.

ლიტერატურა