არტურ რასიზადე

02:52, 20 ივნისი 2021-ის ვერსია, imported>Aqşin Abbaslı
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

არტურ თაჰირ ოღლუ რასიზადე (აზერ. Artur Tahir oğlu Rasizadə; დ. 26 თებერვალი 1935, განჯა, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი (1996-2003 და 2003-2018 წლებში).

არტურ რასიზადე
აზერ. Artur Rasizadə
არტურ რასიზადე აზერ. Artur Rasizadə
არტურ რასიზადე 2009 წელს
აზერბაიჯანის გერბი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი, 2003 – 21 აპრილი, 2018
პრეზიდენტი  ილჰამ ალიევი
წინამორბედიილჰამ ალიევი
მემკვიდრენოვრუზ მამედოვი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ნოემბერი 1996 – 4 აგვისტო 2003
პრეზიდენტიჰეიდარ ალიევი
წინამორბედიფუად გულიევი
მემკვიდრეილჰამ ალიევი

დაბადებული26 თებერვალი, 1935 (1935-02-26) (89 წლის)
განჯა, აზერბაიჯანი
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
პოლიტიკური პარტიასკკპ (1991 წლამდე)
მამათაჰირ რასიზადე
შვილებიჰყავს ერთი შვილი
განათლებააზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიამექანიკოსი
რელიგიაშიიტური ისლამი
ჯილდოები ესკიზის შექმნის შეცდომა:

ბიოგრაფია

არტურ რასიზადე დაიბადა 1935 წლის 26 თებერვალს ქალაქ კიროვაბადში (დღევანდელი განჯა), მასწავლებლის ოჯახში. მამა — თაჰირ რასიზადე, 1942 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა.[1] 1952 წელს, არტურ რასიზადემ დაამთავრა ლენქორანის მე-4 საშუალო სკოლა[1], ხოლო 1957 — აზიზბეკოვის სახელობის აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტი, რის შემდეგ დაიწყო მუშაობა ინჟინრად აზერბაიჯანის ნავთობის მანქანათმშენებლობისინსტიტუტში. 1973 წელს, რასიზადე გახდა ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო სამუშაოების დირექტორის მოადგილე.[2] 1977 წელს, რასიზადე დაინიშნა აზერბაიჯანის მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის დირექტორად. 1978 წლიდან 1981 წლამდე მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ-ს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში[2].

1986-1992 წლებში იყო აზერბაიჯანის სსრ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პასუხისმგებელი იყო ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის და ნავთობქიმიური მრეწველობის საკითხებში. 1996 წლის მაისში დაინიშნა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ. 1996 წლის 20 ივლისს გახდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შემსრულებელი, ფუად გულიევის ნაცვლად, ხოლო იმავე წლის 26 ნოემბერს გახდა პრემიერ-მინისტრი. 2003 წლის 4 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა, შედეგად თავისი პოსტი დაუთმო ილჰამ ალიევს. რასიზადე მეორედ პრემიერ-მინისტრი გახდა 2003 წლის 4 ნოემბერს.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. 2.0 2.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted