სომხები თბილისში
თბილისელი სომხები (სომხ. Թիֆլիսի/Թբիլիսիի հայեր) — ეროვნული უმცირესობა თბილისში.
შუა საუკუნეები
მარკო პოლო, „წიგნი მსოფლიო საოცრებებზე“, XIII საუკუნე: „...ამ სამყაროში არის შესანიშნიშნავი ქალაქი სახელად ტიფლისი...მაცხოვრებლები: სომხები და ქართველები - ქრისტიანები, და ასევე ებრალების რაღაც ოდენობა თუმცა ამ ბოლო დროში არც ისე ბევრი“ |
თბილისში სომეხი მოსახლეობის გამოჩენა ადრეული პერიოდიდანვე იწყება. დავით IV აღმაშენებლის (1089—1125) მიერ თბილისის გათავისუფლების შემდეგ, აქ სომხეთის ძველი დედაქალაქი ანისიდან და მიმდებარე რაიონებიდან აქტიურად ჩამოდიან სომეხი მოსახლეობა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში მარკო პოლო თბილისში სომეხი მოსახლეობის არსებობას აღნიშნავს. XIV საუკუნეში მომთაბარე თურქმანული ტომებისაგან შევიწროვებული სომეხის კიდევ ერთი ტალღა სახლდება თბილისში.
თბილისის ეთნიკური სტატისტიკა XIX საუკუნეში
XIX საუკუნის დასაწყისში თბილისის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ სომხები. XIX საუკუნის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობის საშუალო ციფრი სწრაფად იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო ეთნიკური ჯგუფების პროცენტულობაში. სტაბილურად იზრდებოდა რუსებისა და ქართველების წილი. მეცხრამეტე საუკუნეში მნიშვნელოვნად შემცირდა სომხების წილი თბილისის მოსახლეობაში.
წელი | საშუალო მოსახლეობა | სომხები | ქართველები | აზერბაიჯანელები | ბერძნები | რუსები |
---|---|---|---|---|---|---|
1846 | 11 906 | 8982 | 2621 | 235 | 65 | 3 |
1864 | 60 085 | 28 488 | 14 878 | 1119 | ? | 12 302 |
1865 | 71 051 | 31 914 | 14 787 | 1213 | ? | 12142 |
1876 | 104 024 | 37 610 | 22 233 | 2502 | 417 | 30 823 |
1897 | 159 590 | 47 133 | 42 200 | 5577 | 1238 | 44 823 |
ავლაბარი
ავლაბარი — თბილისის ერთ-ერთი უძველესი რაიონი. XIX საუკუნეში უპერატესად სომხებით იყო დასახლებული[1]. ავლაბარი მიეკუთვნება ისანი-სამგორის რაიონის ადმინისტრაციულ შემადგენლობაში, ასევე ავლაბარი ნაწილობრივ ძველი თბილისის ადმინისტრაციული რაიონის შემადგენლობაშიც შედის. ავლაბარი წარმოადგენს ისანი-სამგორისა და თბილისის ცენტრალური რაიონის დმაკავშირებელ ტერიტორიას. ავლაბარი წარმოადგენდა სომხური ინტელიგენციის ცეტრს საქართველოს ტერიტორიაზე.
-
ხედი ავლაბარზე მეტეხის ტაძარი
-
სკვერი ავლაბარში და ხედი სომხურ ეკლესიაზე
სომხური ტაძრები თბილისში
- წმინდა წინამორბედის ავლაბრის ეკლესია ("სურბ კარაპეტ"), თბილისი — გადაკეთებულია ქართულად.
- ვანქის ტაძარი (თბილისი), თბილისი — დანგრეული.[2]
- ვერის წმინდა წინამორბედის ეკლესია ("სურბ კარაპეტ"), თბილისი — გადაკეთებულია ქართულად.
- წმინდა გიორგის ძორაბაშის ეკლესია, თბილისი — დანგრეული, მის ადგილას აშენდა მეტეხის აღმართზე დავით მეფსალმუნის ქართული ეკლესია.
- ჯიგრაშენის ხარების ეკლესია, თბილისი — დანგრეული.
- წმინდა გიორგის კამოაანთ ("კამოიანც") ეკლესია, თბილისი — დანგრეული.
- წმინდა გიორგის ეკლესია „ქარაფი“/კლდისუბანი, თბილისი — გადაკეთებულია ქართულად.
- ნავთლუღის წმინდა გიორგის ეკლესია, თბილისი — დანგრეული.
- ნორაშენის ეკლესია, თბილისი — არ მოქმედებს.
- ფეთხაინის ღვთისმშობლის ეკლესია (ზემო ბეთლემი), თბილისი — გადაკეთებულია ქართულად.
ესკიზის შექმნის შეცდომა: | „ფეთხაინის ეკლესია, დაფუძნებული 1500 წელს. 1740 წელს განახლებული თავადი გივი ამილახვარის მიერ. თავდაპირველად კი დაფუძნდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ“
|
(Пл. Иоселиани, „Древние памятники Тифлиса“, 1844, стр. 119-120)
|
.
ცნობილი აზრები
გამოთქმები თბილისის სომხების შესახებ
- 1821 წლის აღრიცხვის მიხედვით თბილისის სახლების მნიშვნელოვან ნაწილს სომხური წარმოადგენდა.
საიათნოვა
საიათნოვა (სომხ. Սայաթ-Նովա; ქართ. საიათნოვა; აზერ. Sayat-Nova), ჰარუთიუნ საიადიანის ფსევდონიმი (სომხ. Հարություն Սայադյան) (1712—1795) — სომეხი პოეტი, მუსიკოსი, აშუღი, სასიყვარულო ლირიკის ოსტატი. პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი გარემოებები და დეტალები დღემდე არ არის ბოლომდე განმარტებული და შესწავლილი. რაც ბევრ რამეში თვითონ პოეტის ბრალია — ლიტერატურული მისტიფიკაციების დიდოსტატის, თავისი განუმეორებელი კოდირებული ენის ავტორის. არ არის საკმაო სანდო ინფორმაცია — არსებობს შემთხვევითი ფაქტები სიმღერებიდან, ხელნაწერთა კრებულების გვერდები, რომელიც შექმნა მან თავის შვილთან ოგანთან ერთად, ხელნაწერები გადაწერილი მის მიერ, ქართული წერილობითი წყაროები, თანამედროვეების მოგონებები რომლებიც მას პირადად იცნობნდნენ და უთხრობდნენ. პოეტი ლექსებს რამდენიმე ენაზე წერდა — სომხურად, ქართულად და [3] თათრულად.
გაბრიელ სუნდუკიანი
გაბრიელ სუნდუკიან მკრტიჩევის ძე (11 ივლისი 1825, თბილისი — 29 მარტი 1912, თბილისი) — სომხური მწერალი, დრამატურგი.
დაიბადა თბილისში მდიდარი ვაჭრების ოჯახში.
- 1846—1850 — სწავლება ისტორია-ფილოლოგიური ფაკულტეტის პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, მიიღო აღმოსავლურ ენათა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და თანამდებობა თარჯიმნის სახით კავკასიური კანცელარიაში
- 1850—1853 — მუშაობდა თარჯიმნად და თბილისის ეკნომიკური დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშორმლად.
- 1853—1858 — პროგრესიული აზრების გამო იგი დაითხოვეს სამსახურიდან და გაგზავნეს დარუბანდში
- 1858 — ბრუნდება თბილისში
ალექსანდრე მანთაშევი
ალექსანდრე მანთაშევი (სომხ. Ալեքսանդր Մանթաշյան; დ. 1842, თბილისი — გ. 19 აპრილი 1911, სანქტ-პეტერბურგი) — უმსხვილესი ნავთობის მაგნატი და ფილანტროპი. იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადმაიანი.
მანთაშევი დაიბადა თბილისში სომხურ ოჯახში. ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა თავრიზში, სადაც მისი ოჯახი დაკავებული იყო ბამბის და ტექსილის გაყიდვებით. იმის გამო, რომ იგი იყო ერთადერთი შვილი ოჯახში აქტიურად ერთვებოდა მამის კომერციულ საქმეებში.
1869 წელს გადავიდა მანჩესტერში.
1872 წელს დაბრუნდა მამასთან თბილისში, მალევე სასტუმრო „კავკასიის“ პირველ სართულზე მათ გახსნეს ბამბის მაღაზია.
1887 წელს მამის გარდაცვალეის შემდეგ მან მიიღო თბილისის ცენტრალური კომერციული ბანკის უმრავლესობა აქცია.
არმაის არუტიუნოვი
არმაის არუტიუნოვი (21 ივნისი 1893, თბილისი — თებერვალი 1978) — გამომგონებელი რუსეთში, ბიზნესმენი ამერიკაში.
დაიბადა თბილისში და გაიზარდა ერევანში. სომეხი. მამამის ეკუთვნოდა საპნის ფაქრიკა, ხოლო ბაბუა ბეწვით ვაჭრობდა. XX საუკუნის დასაწყისში გააუმჯობესა ნავთობის ამოსატუმბი ხელსაწყო. 1923 წელს ემიგრანტად გადავიდა ამერიკაში და 1928 წელს გადავიდა ქალაქ Bartlesville-ში და კომპანია ფილიპს პეტროლეუმის მხარდაჭერით დააფუძნა ფირმა Bart Manufacturing Company რომელიც 1930 წელს გადაარქვეს სახელად „REDA Pump“ (აბრევიატურა Russian Electrical Dynamo of Arutunoff-დან).
მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქიშვილი
მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქიშვილი (სომხ. Միքաէլ Տարիելի Լոռիս-Մելիքով; 1825—1888) — რუსეთის სამხედრო მეთაური და სახელმწიფო მოღვაწე; კავალერიის გენერალი (17 აპრილი 1875), გენერალ-ადიუტანტი, გრაფი (16 აპრილი 1878). სახელმწიფო საბჭოს წევრი (11 თებერვალი 1880 წელი).
იმპერატორ ალექსანდრე მეორეს მოღვაწეობის ბოლო თვეს იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მდივანი თანამდებობას გაფართოებული უფლებამოსილებით, საშინაო პოლიტიკაში ატარებდა ლიბერალურ ხაზს, რის შედეგადაც იმპერატორის მოკვლის მცდელობა წარმატებულად დასრულდა.
რესურსები ინტერნეტში
- Портал Армян Грузии Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Процессы огрузинивания в Грузии. Фонд Нораванк
- О памятниках, стукачах и человеческом достоинстве Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
- ↑ Тифлисъ в историческом и этнографическом отношениях Дмитрий Бакрадзе, Николай Берзенов Издание Густава Беренштама Санкт Петербург, 1870, стр. 131—133
- ↑ Статья про собор в Английской Википедии
- ↑ Britannica. Sayat-Nova. «Most of his extant songs are in Azeri Turkish; the rest are in Armenian and Georgian»
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted