თამარის ციხე (საინგილო)
ფერი-ყალა, თამარის ციხე — ციხესიმაგრე აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონში, ისტორიულ მხარე ჰერეთში, ლაგოდეხ-შაქის მთავარი გზიდან დაახლოებით 4-5 კმ-ში, მდინარე ბელაქნისწყლის ხეობაში.
ფერი-ყალა თამარის ციხე | |
---|---|
ფაილი:თამარის ციხე (ბელაქანის რ-ნი).jpg | |
მდებარეობა | აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, სოფ. გარაქლი. |
ფუნქციური სტატუსი | ნაწილობრივ დანგრეული |
მასალა | რიყის ქვა |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ![]() |
სახელწოდება წარმოდგება სახელიდან „ფერი“, რითაც თამარ მეფეს იცნობენ საინგილოში და თურქული სიტყვიდან „ყალა“ რაც ციხეს ნიშნავს. გადმოცემით, ციხე მტრის თავდასხმის დროს საიმედო თავშესაფარი იყო მახლობელი სოფლების მოსახლეობისათვის.
გალავანი წაგრძელებული ტრაპეზის მოხაზულობის გეგმის მქონეა. სიმაღლეში პირვანდელი სახით არაა მოღწეული. ყველაზე დაბალ ნაწილში მისი სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევს, ხოლო უმაღლეს ნაწილში 6 მეტრს არ აღემატება. გალავნის წყობა შესრულებულია რიყის ქვებისაგან კირის დუღაბზე. წინა და მარჯვენა კედლებში, გალავნის გასამაგრებლად, ცილინდრული ფორმის გოდლედებია დატანებული. გალავნის შიგნითა ტერიტორიის ფართობი 700 კვ.მ.-ს აღემატება. ციხის შიგნით სხვადასხვა დანიშნულების მცირე ზომის შენობები ყოფილა განლაგებული, რომელთაგან ახლა მხოლოდ ნარღვევი ქვების გროვაა დარჩენილი.
თამარის ციხე თავისი მდებარეობით, გეგმის კომპოზიციით, თვით ძეგლის საშუალო ზომის მოცულობითი სიდიდით და მშენებლობის ტექნიკითაც იდენტურობას იჩენს შხეფის ციხესთან.
გალერეა
ლიტერატურა
- მარჯანიშვილი გ., ჰერეთი, თბ., 2005
რესურსები ინტერნეტში
- საინგილოს ხუროთმოძღვრული ძეგლები. ამბიონი. ციტირების თარიღი: 2017-03-01.
- ფერი ყალა (თამარის ციხე) // Dzeglebi.ge Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ჩვენი საუნჯე - კარიბჭე
- (აზერბაიჯანული) Pəri qalası - Müdafiə qurğuları - Azərbaycan, Balakən
- (აზერბაიჯანული) "Pəri qala"nın bərpası