კაზანსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
კაზანსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Историко-краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ვერხნედონის რაიონის სტანიცა კაზანსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 2007 წელს, მდებარეობს მდინარე დონის ნაპირზე[1].
კაზანსკაიის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაარსდა | 2007 |
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} |
მდებარეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
თარგი:If declined |
ფაილი:Images.png გარე სურათები | |
---|---|
ფაილი:Image-silk.png | მუზეუმის დარბაზებში |
მუზეუმის მისამართი: 347210, როსტოვის ოლქი, ვერხნედონის რაიონი, სტანიცა კაზანსკაია, პიონერის ქუჩა № 1.
ისტორია
ვერხნოდონის რაიონის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი დაარსდა 2007 წელს. მუზეუმის ჩამოყალიბების მიზანი იყო როსტოვის ოლქის ვერხნოდონის რაიონის ტრადიციებისა და ადათ-წესების გადარჩენისა და შენახვის აუცილებლობა. მისი მუშაობის პერიოდში მუზეუმი გახდა ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდის ცენტრი.
მუზეუმის ფონდში დაცულია 1 600 ექსპონატი, მათ შორის 1 087 შედის ძირითად ფონდში. მუზეუმის ექსპოზიცია „კაზაკების ოთახის“ ექსპონატებს შორისაა: იარაღი, ტანსაცმელი, ძველი ავეჯი, აკვანი, საკერავი მანქანა, სართავი ჯარა, ჭურჭელი, სტანიცის, ხუტორისა და მათი მაცხოვრებლების ძველი ფოტოები.
ექსპოზიციაში „ფუნდუკი“ წარმოდგენილია კაზაკთა საგუშაგოს ფრაგმენტები - კოშკურები, ბასტიონები და საგანგაშო კოშკები, კერია, ცხენსაბმელი და ჭა. გამოფენაზე წარმოდგენილია ქვის ნივთები დოლაბები, როდინები, კალოს ქვები, ვარცლები. სამეურნეო საგნებიდან მუზეუმში წარმოდგენილია უამრავი შრომის იარაღი, საცხოვრებელი სახლები და ინსტრუმენტები, რომელსაც წლების განმავლობაში გამოიყენებდნენ დონელი კაზაკები. არქეოლოგიის დარბაზში შესაძლებელია სხვადასხვა ეპოქის ძეგლების ხილვა, ქვის ხანიდან შუა საუკუნეებამდე. მათ შორისაა პირველყოფილი ადამიანის შრომის იარაღები, სამკაულები, კერამკული ჭურჭელი, ცხენების აღჭურვილობა. ყველაფერი აღმოჩენილია თანამედროვე ვერხნედონის რაიონის ტერიტორიაზე.
დარბაზში „დიდი სამამულო ომი“ წარმოდგენილია დიდი სამამულო ომის მონაწილეთა ფოტოები, ომიდან გამოგზავნილი წერილები, პირადი ნივთები, სამხედრო ნადავლი.
2013 წელს გაიხსნა ექსპოზიცია „კავშირი დროსა და თაობებს შორის“. ექსპოზიცია აღწერს რაიონის მოსახლეობის ცხოვრებას XX საუკუნის 50-70-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში. აქ წარმოდგენილია საბჭოთა პერიოდის ნივთები, ფოტოები, პლაკატები, ამ პერიოდში გამოშვებული ავეჯი, ტანსაცმელი, საბავშვო სათამაშოები, წიგნები, მხატვრული ფაიფური და სხვ.
მუზეუმის შენობასთან ახლოს მდებარეობს ძველი კაზაკების ციხესიმაგრე სათვალთვალო კოშკით.
რესურსები ინტერნეტში
- Историко-краеведческий музей Верхнедонского района[მკვდარი ბმული]
- Историко-краеведческий музей
- 7 достопримечательностей Верхнедонского района Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted