ტომაშ მაკოვსკი
ტომაშ არტურ მაკოვსკი (პოლ. Tomasz Artur Makowski ; დ. 1970) — პოლონელი ბიბლიოთეკარი და ისტორიკოსი, პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.
ბიოგრაფია
ეროვნულ ბიბლიოთეკაში 1994 წლიდან მუშაობს. 2007 წლამდე, როდესაც დირექტორის თანამდებობა დაიკავა, იყო სამეცნიერო დირექტორის თანაშემწე და რარიტეტების განყოფილების გამგე.
ისტორიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი 2001 წელს მოიპოვა კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში (ვარშავა) დისერტაციით: „კანცლერ იან ზამოისკის (1542-1605) ბიბლიოთეკა“. მისი სამეცნიერო სპეციალობა არის თანამედროვე პოლონეთის ისტორია, ბიბლიოთეკების ისტორია და ხელნაწერთმცოდნეობა.
პოლონეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოცებული მატიანის „Rocznik Biblioteki Narodowej“ და „Polish Libraries“ მთავარი რედაქტორი.
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Tomasz Makowski bio on The Fryderyk Chopin Institute webpage Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისური)
- Biogram na stronie Instytutu Nauk Historycznych Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (პოლონური)