დონის ნახიჩევანის წმინდა სოფიას ეკლესია

20:35, 11 ნოემბერი 2017-ის ვერსია, imported>Jaba1977
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დონის ნახიჩევანის წმინდა სოფიას ეკლესია (რუს. Софийская церковь) — ამჟამად დანგრეული მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც მდებარეობდა დონის ნახიჩევანში (ამჟამად დონის როსტოვის ნაწილი)[1].

დონის ნახიჩევანის წმინდა სოფიას ეკლესია
ესკიზის შექმნის შეცდომა:

ეკლესიის პროექტი

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა დონის ნახიჩევანი
ფუნქციური სტატუსი დაკარგული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვ. პოპოვი
თარიღდება 1904-1912

ისტორია

დონის ნახიჩევანი თავდაპირველად დააარსეს ყირიმიდან გადასახლებულმა სომხებმა, მაგრამ იმის გამო, რომ ქალაქი დონის როსტოვთან ახლოს მდებარეობდა, სადაც რუსები დომინანტები იყვნენ, ნახიჩევანმა დიდხანს ვერ შეძლო დარჩენილიყო, როგორც მონონაციონალური სომხური ქალაქი. ძალიან მალევე ნახიჩევანში დასახლდა რუსი მართლმადიდებელი მოსახლეობა, რომელთაც სურდათ საკუთარი მართლმადიდებლური ეკლესიის აშენება[2].

წმინდა სოფიას ეკლესია ააშენეს 1863 წელს პირველი მაისის ქუჩაზე. ეკლესია იყო ერთგუმბათიანი, აგებული იყო ხისგან და იდგა ქვის ცოკოლზე, ასევე ჰქონდა ერთიარუსიანი სამრეკლო. მისი სიმაღლე იყო 15 მეტრი, ეკლესიასთან ერთად იმავე 1863 წელს ააგეს ერთსართულიანი აგურის ნაგებობა რუსული საეკლესიო-სამრევლო სკოლისათვის[2].

1904 წელს ხისგან აგებულ სოფიის ეკლესიის ნაცვლად დაიწყეს ქვის ეკლესიის მშენებლობა არქიტექტორ ვ. ვ. პოპოვის პროექტის მიხედვით. 1912 წელს მშენებლობა დასრულდა[2].

ამ ეკლესიას მეოთხედი საუკუნეც კი არ უარსებია. 1934 წელს იგი დახურეს და დაშალეს სამშენებლო მასალად. თავდაპირველად ჩამოაშორეს კუთხის გუმბათები, მთავარი გუმბათი გარკვეული პერიოდი კვლავ ეყრდნობოდა კოლონებს, საბოლოოდ ეს კოლონებიც ააფეთქეს. მოგვიანებით წმინდა სოფიას ეკლესიის ადგილზე ააშენეს სკოლა № 11[2].

1930-1936 წლებში ეკლესიის წინამძღვარი იყო ზინობი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი[3].

სქოლიო

  1. Ростов-на-Дону|Церковь Софии Премудрости Божией в Нахичевани-на-Дону. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-25.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Нахичевань-на-Дону Храмы Ростов-на-Дону Церкви История Армянские храмы Ростовские храмы. www.donvrem.dspl.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-25.
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted