თორი: რაგნაროკი

01:54, 15 სექტემბერი 2020-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თორი: რაგნაროკი“ — 2017 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი Marvel Comics-ის პერსონაჟ თორის შესახებ. იგი გადაიღო Marvel Studios-მა, Walt Disney Studios Motion Pictures-ის დისტრიბუციით. „თორი: რაგნაროკი“ არის „თორის“ და „ბნელი სამყაროს“ გაგრძელება და რიგით მეჩვიდმეტე ფილმი Marvel-ის კინოსამყაროში. გადაღებული ტაიკა ვაიტიტის მიერ, ფილმი ეფუძნება ერიკ პირსონის, კრეიგ კაილის და კრისტოფერ იოსტის სცენარს. როლებს ასრულებენ კრის ჰემსვორთი, ტომ ჰიდლსტონი, კეიტ ბლანშეტი, იდრის ელბა, ჯეფ გოლდბლუმი, ტესა თომპსონი, კარლ ურბანი, მარკ რუფალო და ენტონი ჰოპკინზი. ამ ფილმში თორი დატყვევებულია პლანეტა საკაარზე და უნდა დაიხსნას თავი, რათა გადაარჩინოს მშობლიური ასგარდი ჰელასგან და მოსალოდნელი რაგნაროკისგან.

„თორი: რაგნაროკი“
ფაილი:Thor Ragnarok poster.png
ფილმის პოსტერი
რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი
პროდიუსერი კევინ ფაიგი
სცენარის ავტორი
ეფუძნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
როლებში
მუსიკა მარკ მაზერსბო
ოპერატორი ხავიერ აგირესარობე
მონტაჟი
სტუდია Marvel Studios
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 10 ოქტომბერი, 2017 (2017-10-10) (El Capitan Theatre)
  • 3 ნოემბერი, 2017 (2017-11-03) (აშშ)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 180 მილიონი აშშ დოლარი[1][2]
შემოსავალი 853.8 მილიონი აშშ დოლარი[1]

ფილმის პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში 2017 წლის 10 ოქტომბერს. კინოგაქირავებაში იგი გამოვიდა 3 ნოემბერს, 3D, IMAX და IMAX 3D ფორმატებში. მან ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო და მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებული იქნა „თორის“ სერიის საუკეთესო ნამუშევრად. არანაკლებ აღფრთოვანებული შეფასებები მიენიჭა ვაიტიტის რეჟისურას, მსახიობებს, მოქმედებით სცენებს, საუნდტრეკს და იუმორს. ფილმის შემოსავალმა 739.2 მილიონი აშშ დოლარი მილიონი აშშ დოლარი შეადგინა[1].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Thor: Ragnarok (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 20, 2017.
  2. Kois, Dan. (October 19, 2017) The Superweirdo Behind 'Thor: Ragnarok'. The New York Times Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 7, 2017. ციტირების თარიღი: November 6, 2017.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted