კრისტის აუქციონი

17:27, 2 ივლისი 2023-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კრისტის აუქციონი, შემოკლებით კრისტის (Christie's) — მსოფლიოში განთქმული სააუქციონო სახლი. დაარსდა ლონდონში, ინგლისი, 1766 წლის 5 დეკემბერს ჯეიმზ კრისტის მიერ. კრისტიმ მყისვე მოიხვეჭა წამყვანი სააუქციონო სახლის რეპუტაცია და ასევე ისარგებლა ლონდონის როგორც საერთაშორისო ხელოვნების ნიმუშთა ვაჭრობის წამყვანი ცენტრის ახლად შეძენილი სტატუსით საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ.

ესკიზის შექმნის შეცდომა:
კრისტის სააუქციონო დარბაზი ლონდონში, დაახ. 1808.

კრისტის აქციები ლონდონის სააქციო ბირჟაზე 1973 წლიდან იყიდებოდა 1999 წლამდე, როდესაც ის კერძო საკუთრებად დაიბრუნა ფრანსუა პინომ და ამჟამად კომპანია ფრანგულ საკუთრებაშია. კრისტის მის დიდი ხნის კონკურენტ სოზებიზე დიდი ბაზრის ნაწილი უჭირავს და ამჟამად მსოფლიოს უდიდესი სააუქციონო სახლია საბაზრო წილითა და შემოსავლებით.

რესურსები ინტერნეტში