კონსტანტინე გაგუა

17:11, 19 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>Gaga.vaa (დაემატა კატეგორია:მარტვილის მუნიციპალიტეტში დაბადებულები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი კონსტანტინე რომანოზის ძე გაგუა (დ. 12 აგვისტო, 1885, სოფელი ტალერი, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი — გ. 28 აგვისტო, 1947, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მეთოდისტი.

ბიოგრაფია

1906 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1911 წელს ყაზანის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ხაშურის, ქუთაისის, ბათუმის კლასიკურ გიმნაზიებში, თბილისის რეალურ სასწავლებელში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის გამგედ. მას ეკუთვნის შემდეგი სტატიები: „მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშები“, კრებული „შოთა რუსთაველი სკოლაში“, „ქართული ლიტერატურის ქრესტომათა“ და სხვ.

ლიტერატურა