ბებუთაშვილები

21:15, 1 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, imported>გიო ოქრო ((diffedit))
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ბებუთაშვილები, ბებუთოვები — სომხური მონოფიზიტობის მიმდევარი[1] თავადები XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში. ქართლში XVI საუკუნეში მოვიდნენ სომხეთიდან. XVII საუკუნის მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII საუკუნის შუა წლებში თეიმურაზ II-მ აზნაურობა უბოძა, 90-იან წლებში ერეკლე II-მ — თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელიქ-მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები არიან: ხოჯა ბეგბუთა (ბებუთა), ბებუთბეგის ძე, რომელმაც XVII საუკუნის შუა წლებში ავლაბარში ააგო ხოჯევანქის ეკლესია; აშხარბეგი, ხოჯა ბებუთას ძე, თბილისის მამასახლისი (1712), მელიქი (1714—1721), მელიქ-მამასახლისი (1724—1735), აღა აშხარბეგის ძე — მელიქ-მამასახლისი (1735—1747). 1747 წელს სამეფო ტახტის პრეტენდენტ აბდულა-ბეგთან კავშირი დაბრალდა, რისთვისაც ერეკლე II-მ სახელოები ჩამოართვა და 1000 თუმნით დააჯარიმა. 12 წლის შემდეგ მოახერხა მეფესთან შერიგება. 1760—1768 წლებში ერთდროულად იყო მელიქ-მამასახლისი და ნაცვალი; ავეტიქა აღას ძე — მელიქ-მამასახლისი და ნაცვალი (1769-1786); იოვანე და იოსებ აღას ძენი — მიშკარბაშები; დარჩია ავეტიქას ძე (გ. 1832), მელიქ-მამასახლისი (1795—1801). მონაწილეობდა თბილისის მსხვილ ვაჭართა მიერ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ 1796—1797 წლების შეთქმულებაში, ჩამოერთვა ქონება და სახელო, მაგრამ ერეკლე II-მ მალე შეიწყალა. 1801 წლიდან იყო საქართველოს უზენაესი მთავრობის სახაზინო ექსპედიციის წევრი. ბებუთაშვილების გვარისა იყვნენ სამხედრო მოღვაწენი: დავით ბებუთოვი და ვასილ ბებუთოვი.

ლიტერატურა

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted