კოდიბინის კოშკი

15:14, 17 თებერვალი 2018-ის ვერსია, imported>Jaba1977
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კოდიბინის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდობინაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ფლეთილი ქვით ნაგები კოშკი შემორჩენილია ხუთი სართულის დონეზე. ჩრდილო-დასავლეთი კუთხე მთლიანად დანგრეულია. პირველი სართული ამოვსებულია მიწით და ქვით. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია თაღოვანი შესასვლელი, ხოლო ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული სათოფური.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004