ოთარ ხაზარაძე
ოთარ ხაზარაძე (დ. 15 იანვარი, 1931, ქუთაისი) — ქართველი ალპინისტი, სპორტის ოსტატი (1958),[1] სპორტის საპატიო ოსტატი (1972), სპორტის დამსახურებული მწვრთნელი (1959), სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2003), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (2003).
ოთარ ხაზარაძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ოთარ ხაზარაძე 1972 წელს, ფოტო გადაღებულია შოთა მირინაშვილის მიერ პამირის მთებში | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
ალმა-მატერი | თსუ |
საქმიანობა | ალპინისტი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
აქტიურად მოღვაწეობს ალპინიზმის განვითარებისათვის საქართველოში და მის გარეთ. არის ათეულობით ალპინიადისა და საკვალიფიკაციო ექსპედიციის ორგანიზატორი.
ბიოგრაფია
ოთარ ხაზარაძე დაიბადა 1931 წლის 15 იანვარს, ქუთაისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს (თსუ) ფიზიკის ფაკულტეტი. 1956-1966 წლებში იყო თსუ-ს ალპური სექციის თავმჯდომარე. 1957-1982 წლებში საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის მწვრთნელთა საბჭოს თავმჯდომარე. 1957 წელს გახდა სსრკ ჩემპიონი ტრავერსების კლასში (დარვაზის ქედი). საკავშირო სპორტული საზოგადოება Буревестник-ის ჩემპიონი: 1958 წელს სასიმაღლო კლასში (ლენინის პიკი, პამირი) და 1961 წელს სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში (ვაჟა-ფშაველას პიკი, ტიან-შანი); 1960, 1975, 1977 წლებში სსრკ ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს (1969, 1973) მედლის პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში.
გარდა სპორტისა, ოთარ ხაზარაძე დაკავებული იყო სამეცნიერო სამუშაოთი. 1955-1966 წლებში იყო თსუ-ს ბირთვული ფიზიკის კათედრის ასისტენტი. სამეცნიერო კვლევითი ელექტროტექნიკური ინსტიტუტის თბილისის ფილიალის განყოფილების გამგე (1966-1974). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-ხელსაწყოთმშენებლობის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს განყოფილების გამგე (1974-1990), დირექტორი (1990-2006).
გალერეა
-
ოთარ ხაზარაძე რეინჰოლდ მესნერთან შეხვედრისას თბილისში, ივლისი, 2017 წელი
-
ოთარ ხაზარაძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი; გადაღებული დიკის ხეობაში, ტია-შანის მთები (1959).
-
თენცინგ ნორგეი საქართველოს ალპიური კლუბის წევრებთან ერთად თბილისში ვიზიტის დროს 1954 წელს.
-
საქართველოს მთმსვლელთა დელაგაციის ვიზიტი იაპონიაში, 1966 წ. გამოსამშვიდობებელი წვეულება ერთ-ერთი მასპინძელი იაპონელი მთამსვლელის აგარაკზე.
-
საქართველოს მთმსვლელთა დელაგაციის ვიზიტი იაპონიაში, 1966 წ. აგი აბაშიძე, რეზო და ოთარ ხაზარაძეეები.
-
2023 წლის 1 აპრილს საქართველოს აპლპინინიზმის ფედერაციამ დააჯილდოვა ოთარ ხაზარაძე საქართველოს ოქროს წერაყინით (Piolet d’Or de Georgia), ქართული მთამსვლელობის განვითარებაში უდიდესი წვლილისათვის.
ბიბლიოგრაფია
- ო. ხაზარაძე, ქართველი მთამსვლელები ალპებში, 1964 წელი 2021 წ.
- ო. ხაზარაძე, 1961 წლის ტრაგედია გამარჯვების პიკზე, 2018 წ.
- ო. ხაზარაძე, უშბის ეპოპეა 1959 წელს, 2018 წ.
- ო. ხაზარაძე, ზამთრის ასვლა იალბუზზე 1957 წელს, 2018 წ.
- ო. ხაზარაძე, როგორ დავიწყე მთამსვლელობა, 2018 წ.
- ო. ხაზარაძე, იაპონური დღიურები: ქართველი მთამსვლელები იაპონიაში 1966 წელი, 2022 წ.
ლიტერატურა
- ივანე ჯაფარიძე. რედ. გივი ქართველიშვილი: მყინვარწვერიდან ევერესტამდე (1923-1991 წ.წ.). „ფორმა“, გვ. 272. ISBN 9789941023033Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ოთარ ხაზარაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2013.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted