ჩაის სოკო

12:29, 22 თებერვალი 2018-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (ახალი გვერდი: მინი|მარჯვნივ|250პქ|ჩაის სოკო ქილაში '''ჩაის სოკო'...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ჩაის სოკო, იაპონური სოკო, მანჯურიული სოკო შედგება ორგვარი მიკროორგანიზმებისაგან: საფუარი სოკოსა (ლათ. Schizosaccharomyces ludwigii) და ბაქტერიისაგან (უფრო ხშირად Acetobacter xylinum). ვითარდება ფენოვანი ლორწოვანი აპკის სახით, რომელიც წარმოიქმნება შაქრიანი ხსნარის (დაშაქრული ჩაის ნაყენის) ზედაპირზე, სოკო იწვევს შაქრის დუღილს და წარმოქმნის სპირტსა და ნახშორორჟანგს, ბაქტერიები კი სპირტს ჟანგავენ ძმარმჟავად. ასეთი ხსნარი მომჟავო-მოტკბო და ოდნავ შუშხუნა სასმელია. ჩაის სოკოს ანტიბიოტიკური თვისებები აქვს და ზოგიერთ ვიტამინს შეიცავს.

ფაილი:Kombucha jar.jpg
ჩაის სოკო ქილაში

ლიტერატურა