ჩამოსაშვები აპარატი

13:40, 5 მარტი 2018-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (შეიცვალა გასაღები კატეგორია:ჩამოსაშვები აპარატები-სთვის "*" გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ჩამოსაშვები აპარატიკოსმოსური საფრენი აპარატის ნაწილი, რომელსაც იყენებენ დამუხრუჭებული ჩამოშვებისათვის ან დასაჯდომად დედამიწაზე ან სხვა ციურ სხეულზე. პილოტირებულ კოსმოსურ ხომალდებზე ჩამოსაშვები აპარატი არის კაბინა, რომელშიც კოსმონავტები იმყოფებიან, ავტომატურ კოსმოსურ საფრენ აპარატებზე კი — ხელსაწყოებიანი კაფსულა. ჩამოსაშვებ აპარატში განლაგებულია რადიოკავშირის, თერმორეგულირებისა და სიცოცხლის უზრუნველსაყოფი სისტემები, აგრეთვე მართვის პულტი, კოსმონავტების სავარძლები და ა. შ. ჩამოსაშვებ აპარატს აქვს მართული ჩამოშვების სისტემა, დამუხრუჭების სარაკეტო ძრავა, პარაშუტები და რბილი დაჯდომის სისტემები. მისი გარე ზედაპირი დაფარულია თბოდამცავი მასალით. ჩამოსაშვები აპარატის ფორმა შეიძლება იყოს სფერული, კონუსური და სხვ. აპარატის აეროდინამიკური ფორმისა და სიმძიმის ცენტრის მდებარეობის შერჩევისას ითვალისწინებენ აპარატის აეროდინამიკურ მდგრადობას. ჩამოსაშვები აპარატის დამუხრუჭებული ჩამოშვება შეიძლება იყოს ბალისტიკური ტრაექტორიით ან ცორვის ტრაექტორიით.

ფაილი:Спускаемый аппарат космического корабля Союз-16.jpg

ლიტერატურა